More

    კოვიდპასპორტები საქართველოში სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს იქნება – გაბუნია

    spot_img
    თამარ გაბუნია

    ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ ე.წ. კოვიდპასპორტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი განმარტება გააკეთა.

    გაბუნიას თქმით, კოვიდპასპორტებზე მუშაობა მიმდინარეობს და ძირითადად ტექნოლოგიური პროცესია დარჩენილი.

    „კოვიდპასპორტებზე მუშაობა მიმდინარეობს. ძირითადად არის ტექნოლოგიური პროცესი. ვფიქრობ ამას გარკვეული დრო დასჭირდება და სავარაუდოდ, ივნისის ბოლოსკენ დასრულებული პროდუქტი გვექნება. ყოველ შემთხვევაში ჩვენი მოლოდინი ასეთია“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

    ინფორმაციისთვის, საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გასული წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 354 196-ს შეადგენს.

    „კომენდანტის საათის“ დრო შემცირდა

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !