More

    „კომენდანტის საათის“ ამ ფორმით არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას“ – არასამთავრობო ორგანიზაციები მთავრობას „კომენდანტის საათის“ მოხსნისკენ მოუწოდებენ

    spot_img

    არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად, „კომენდანტის საათის“ კვლავაც ძალაში დატოვებას არაკონსტიტუციურს უწოდებენ.

    ისინი განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ „კომენდანტის საათის“ ძალაში დატოვება არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ, შეზღუდვათა შემსუბუქების ფონზე, საქართველოს მთავრობაზე დელეგირებული უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების კიდევ უფრო ნათელ მაგალითს წარმოადგენს.

    „2021 წლის 4 თებერვალს მთავრობამ განაცხადა, რომ 8 და 15 თებერვლიდან შეზღუდვების ნაწილი შემსუბუქდება. თუმცა, ის ისევ არ შეხებია კომენდანტის საათს, რომელიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა.

    არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე რამდენჯერმე განვაცხადეთ იმის თაობაზე, რომ გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა იმ ფორმით, როგორც ის დღეს მოქმედებს, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას. კერძოდ, კომენდანტის საათი დაწესებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით[1] მაშინ, როდესაც, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვა უნდა მოხდეს კანონის საფუძველზე, საქართველოს პარლამენტის მიერ.“ – წერია განცხადებაში.

    მათი თქმით, მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის საქართველოს მთავრობაზე დელეგირება დასაშვებია, თუკი შეზღუდვის წინაპირობებს, მასშტაბსა და შინაარსს კანონი განსაზღვრავს, ხოლო მთავრობა მხოლოდ და მხოლოდ აკონკრეტებს იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს მისი აღსრულება.

    „მართალია „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ” საქართველოს კანონი იძლევა მთავრობის მიერ მიმოსვლის თავისუფლების შეზღუდვის ფორმალურ საკანონმდებლო საფუძველს, თუმცა, ის იმდენად ზოგადი და განუსაზღვრელია, რომ მასში ფაქტობრივად მთავრობაზე ნებისმიერი უფლებამოსილების დელეგირება შეიძლება იქნეს ამოკითხული. აღნიშნული კი თავისთავად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ზემოხსენებულ დელეგირების წესს.“ – ნათქვამია განცხადებაში.

    არასამთავრობო ორგანიზაციები თანხმდებიან იმაზე, რომ მოქმედი „კომენდანტის საათი“ არათანაზომიერად ზღუდავს პირთა მიმოსვლის თავისუფლებას, აჩენს საფუძვლიან ეჭვს მიზნის მიღწევის გამოსადეგობასთან დაკავშირებით და არ წარმოადგენს უფლების ყველაზე ნაკლებად მზღუდავ საშუალებას.

    „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოხსნას კომენდანტის საათი და შეწყვიტოს COVID-19-ის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მოტივით ადამიანის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვა და არაკონსტიტუციური ღონისძიებების გამოყენება,“ – აღნიშნულია განცხადების ბოლოს.

    ინფორმაციისთვის,

    განცხადების ხელმომწერი ორგანიზაციებია:

    „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI) ;

    „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ (HRC);

    „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“ (IDSD);

    „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ (TI Georgia);

    „თანასწორობის მოძრაობა“;

    „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (RIVG).

    აგრეთვე იხილეთ:

    რატომ არ მოიხსნა შეზღუდვა „კომენდანტის საათზე“ – განმარტება

    ყველა შეზღუდვა, რაც იხსნება – ჩამონათვალი

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here