More

    კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2020 წლის დეკემბერში 858.68 მლნ ლარით გაიზარდა

    spot_img

    კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2020 წლის დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით 858.68 მლნ ლარით (2.30%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 2.23%-ით გაიზარდა) და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 38.22 მლრდ ლარი შეადგინა, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. 

    ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 676.90 მლნ ლარით (4.16%-ით) , ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 181.77 მლნ ლარით (0.86%-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.74%-ით).

    მათივე ცნობით, რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2020 წლის დეკემბრის ბოლოს, კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 5.42 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 6.90%-ით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით 13.20 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 1.70%-ით მეტი) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.58%-ით მეტი).

    ცნობისთვის, 2020 წლის დეკემბრის განმავლობაში 1.51%-ით, ანუ 279.75 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი შინამეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის 18.75 მლრდ ლარი შეადგინა.

    ინფორმაციისთვის, მიმდინარე წლის პირველი იანვრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 44.32 პროცენტი შეადგინა, 2020 წლის პირველი დეკემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 0.79 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.82 პროცენტული პუნქტით).

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here