კომშის სამკურნალო თვისებები. გაოცებული ვარ, იმდენი რამ შეუძლია ამ ხილს

Aviabiltebi avia.ge

კომშის სამკურნალო თვისებები. გაოცებული ვარ, იმდენი რამ შეუძლია ამ ხილს

კომშს უძველესი დროიდან იყენებენ მრავალი დაავადების სამკურნალოდ, მათ შორის, კუჭ–ნაწლავის, თირკმელების, გულ–სისხლძარღვოვანი დაავადებების, დიარეის, ბრონქული ასთმის, სისხლნაკლებობის, საშვილოსნოდან ძლიერი სისხლდენისას და სხვ. არის შარდმდენი, სისხლის აღმდგენი საშუალება. ახასიათებს ანტისეპტიკური მოქმედება, ხველების დროს კი მოქმედებს, როგორც ამოსახველებელი საშუალება

ხველების დროს – ერთ სუფრის კოვზ კომშის თესლს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ წყლის ორთქლზე ოცი წუთის განმავლობაში, შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ნახევარი ჩაის ჭიქა ნაყენი დღეში სამჯერ, ჭამის წინ.

ანგინისა და ბრონქიტის დროს, როგორც ამოსახველებელი საშუალება – მოხარშეთ ასი გრამი კომშის თესლი ორ ჩაის ჭიქა წყალში, სანამ არ განახევრდება. შემდეგ გაწურეთ და მიიღეთ ორი სუფრის კოვზი ნახარში დღეში სამჯერ.

ხალხურ მედიცინაში კომშის რბილობის მურაბა და ნახარში ფართოდ გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მუშაობის გასაუმჯობესებლად. დადგენილია, რომ კომში კარგია გულის აჩქარების, სიყვითლისა და დიარეის დროს.

ამ დაავადებების სამკურნალოდ უნდა მიიღოთ კომშის ნახარში: 10 გრამ ნაყოფს დაასხით 100 მილილიტრი მდუღარე წყალი და მიიღეთ 1 სადილის კოვზი ჭამის წინ, უმადობისა და საშვილოსნოდან სისხლდენის დროს.

მოხარშული კომშის რბილობი გამოიყენება ღვიძლის დაავადებების დროს და ღებინების საწინააღდეგო საშუალებად.

რკინის დიდი შემცველობის გამო კომშის უმ ნაყოფს იყენებენ რკინადეფიციტური ანემიის პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის, ასევე, მაღალი ტემპერატურის დროს.

უმი კომშის ან კომშის ჩირის ნახარში უძველესი დროიდან გამოიყენება საშვილოსნოდან სისხლდენის შესაჩერებლად. ამისათვის საჭიროა დღეში სამჯერ მიიღოთ კომშის ნაყოფის ჩაი.

კომში, ასევე, კარგია მხედველობისთვის. მხედველობის გასაუმჯობესებლად მიირთვით კომშის ნაყოფი.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები