More

    კორონავირუსით 32 პარლამენტარი გარდაიცვალა კონგოში

    spot_img
    ექიმი

    კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში COVID 19-ის პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით პარლამენტის 32 წევრი გარდაიცვალა. ამის შესახებ euronews.com იუწყება.

     

    ამავე ინფორმაციის მიხედვით, ეს პარლამენტის საერთო შემადგენლობის 5%-ს შეადგენს. ოფიციალური მონაცემებით. კონგოში, საერთო ჯამში, ინფიცირების 31 248 შემთხვევა დაფიქსირდა, 780 ადამიანი კი გარდაიცვალა.

    ვაქცინაციის კამპანია კონგოში პრაქტიკულად ჩავარდა, ქვეყანაში AstraZeneca-ს ვაქცინის შეტანა მისი უსაფრთხოების გარშემო გაჩენილი ეჭვების გამო, დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა.

    კონგოში, რომლის მოსახლეობა 80 მლნ ადამიანს შეადგენს, მხოლოდ 19 597 ადამიანია ვაქცინირებული.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !