More

    ლანჩხუთელები შვედებთან განადგურდნენ – 0:7

    spot_img

    დღეს, 9 დეკემბერს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალურ შეხვედრაში, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სათადარიგო სტადიონზე „ლანჩხუთმა” „როსენგარდს” უმასპინძლა და 0:7 დამარცხდა.

    მატჩის დასაწყისშივე გამოიკვეთა, რომ შვედური კლუბი გაცილებით ძლიერი იყო და ლანჩხუთელებს გაუჭირდებოდათ წინააღმდეგობის გაწევა.

    პირველ ტაიმში „როსენგარდმა“ სრული უპირატესობა მოიპოვა და 0:6 გაიმარჯვა.

    მეორე ნახევარში ლანჩხუთელთა მეკარემ გუნდი რამდენიმე გოლს გადაარჩინა და კარში მხოლოდ ერთი ბურთი მიიღო.

    საბოლოოდ შეხვედრა 0:7 დასრულდა.

    განმეორებითი შეხვედრა 16 დეკემბერს, შვედეთში გაიმართება.

    თბილისი, მიხეილ მესხის სტადიონი 2

    „ლანჩხუთი“ – „როზენგარდი“

    გოლები: 0:1 სანკოვიჩი (7), 0:2 კეინრიდი (18), 0:3 ანვეგარდი (19), 0:4 ტროლსგარდი (27), 0:5 ბენისონი (28), 0:6 ვიგოსდოტირი (33), 0:7 სეგერი (74).

    „ლანჩხუთი” – გაბუნია, გუჯაბიძე, ჩხარტიშვილი, კალანდაძე, ნარსია (სალუქვაძე 75), გასვიანი, თოდაძე, დანელია (კახიძე 88), ალეიშვილი, დიმოპულუ (წოწელია 59), ჭყონია.

    „როსენგარდი” – მუსოვიჩი, ვიგოსდოტირი, ლევენსტადი, ბიორნი, სვავა, ბენისონი, სეგერი, ტროლსგარდი(კრისტელი 85), კეინრიდი, ანვეგარდი, სანკოვიჩი (პერსონი 85).

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here