More

    ლარის კურსი ასახავს ქვეყნის ეკონომიკაში მიმდინარე დადებით ტრენდს – ნიკოლოზ მჭედლიშვილი

    spot_img
    ექსპერტი ნიკოლოზ
მჭედლიშვილი - Digest.ge

    ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ლარის გამყარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. 

    „ლარი განაგრძობს გამყარებას, დღეს საშუალო შეწონილი კურსი ვაჭრობის შედეგად დოლართან მიმართებაში 3.2228-ზე დაფიქსირდა, რაც ასახავს ქვეყნის ეკონომიკაში, ბოლო დროს, მიმდინარე დადებით ტრენდს. თუ გავითვალისწინებთ, რომ აპრილში ეკონომიკის ზრდა 44.8 პროცენტი იყო და 2021 წლის შედეგებით, ოპტიმისტური გათვლებით, ეკონომიკის ზრდა შეიძლება ორნიშნაც კი იყოს, მაშინ გასაგები ხდება ლარის გამყარება. გარდა ამისა, ვაქცინაცია აქტიურ ფაზაშია, გადალახულია პოლიტიკური დაძაბულობა, პარტიები პარლამენტში დებატობენ, და თანდათანობით იხსნება კოვიდით გამოწვეული შეზღუდვები. ეს არის ის საერთო ფონი, რომელიც ლარის აღმავალ რალის განაპირობებს ეს დღეები!“ – წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !