More

    ლარი კვლავ გამყარდა

    spot_img

    ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 27 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2969 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3011 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.42 თეთრი შეადგინა. 

    გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.9982 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0032 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.50 თეთრი შეადგინა.

    გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.4479 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 4.5286 ლარი ეღირება.

    დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 28 იანვრიდან შევა ძალაში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here