More

    ლეგენდარული ქართველი სპორტსმენი დავით ხახალეიშვილი გარდაიცვალა

    spot_img

    ქართველი ძიუდოისტი და ოლიმპიური ჩემპიონი დავით ხახალეიშვილი, მძიმე ავადმყოფობის შემდეგ, 49 წლის ასაკში გარდაიცვალა.

    დავით ხახალეიშვილს ჰქონდა დილატაციური კარდიომიოპათია გართულებული ფორმით, რისთვისაც მას საკმაოდ რთული ოპერაცია დასჭირდა. მიუხედავად იმისა, ლეგენდარული სპორტმენის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

    აღსანიშნავია ისიც, რომ ხახალეიშვილი იყო პირველი ქართველი სპორტსმენი, რომელმაც ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიაზე დამოუკიდებელი საქართველოს დროშით ოლიმპიურ ნაკრებს მიუძღოდა. ამავდროულად, ის პირველი ქართველი ოლიმპიელია, რომლის გამარჯვების აღსანიშნავადაც ოლიმპიურ თამაშებზე აჟღერდა საქართველოს ჰიმნი და აღიმართა ქართული დროშა.

    დავით ხახალეიშვილის მიღწევები:

    🏆დავით ხახალეიშვილი 1992 წლის ბარსელონის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონია.

    🏆მსოფლიოს 2-გზის ვერცხლის (1991, 1993) და 2-გზის ბრინჯაოს (1993, 1995) პრიზიორი

    🏆ევროპის ჩემპიონი (1993, 1996) და ბრინჯაოს (1990) პრიზიორი

    🏆საბჭოთა კავშირისა (1991) და დსთ-ის (1992) ჩემპიონი

    🏆მონაწილეობდა 1996 წლის ატლანტის ოლიმპიურ თამაშებშიც, თუმცა აწონვაზე დააგვიანა და ტურნირიდან მოხსნეს

    🏆 მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი 2018 წელს, ასევე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი 2003 წელს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here