More

    ლევან ვეფხვაძე – ბუნებრივი გაზის ტარიფის ზრდა, რომელიც წლებია არ გადახედილა, გარდაუვალი იყო

    spot_img
    საქართველოს
ბიზნესასოციაციის
აღმასრულებელი დირექტორი
ლევან ვეფხვაძე

    საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკი) 27 მაისის სხდომაზე ბუნებრივი გაზის ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ტარიფი, რომელიც 54 თეთრის ნიშნულამდე ავიდა, ძალაში 1–ლი ივნისიდან შედის.

    საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ სემეკის მიერ ასეთი ნაბიჯის გადადგმა გარდაუვალი იყო. წლებია, ბუნებრივი გაზის ტარიფი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ხოლო ლარის კურსი შეიცვალა აშშ დოლართან მიმართებაში, რაც დიდ წნეხს ქმნის იმპორტირებული ნედლეულის ტარიფზე.

    „პრობლემა უკავშირდება იმას, რომ წლებია, გაზის ტარიფი მნიშვნელოვნად არ გადახედილა. იმის გათვალისწინებით, რომ გაზის შეძენა უცხოურ ვალუტაში, კერძოდ დოლარში ხორციელდება, ლარის გაცვლითი კურსის ცვალებადობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტარიფზე. ჩვენ აქამდე გაზის ტარიფს ხელოვნურად ვიჭერდით, რაც ნიშნავს, რომ გაზის ტარიფში აქამდე თვითონ ბუნებრივი აირის საფასური 10,5 ცენტის ოდენობით შედიოდა, ხოლო შემდეგ ხელოვნურად მოხდა გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ხარჯების შემცირება და ტარიფში ეს კომპონენტი 8 ცენტამდე შემცირდა, რათა ლარის კურსის სხვაობა არ ასახულიყო. ამდენად, ტარიფის შენარჩუნება ხელოვნურად ხდებოდა და ოდესღაც ლარის კურსის ზრდა რომ გარდაუვალად აისახებოდა ტარიფზე, ეს ყველასთვის ნათელი იყო“, – აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

    თუ რა შედეგი დადგებოდა ამ გადაწყვეტილების არმიღების შემთხვევაში, ლევან ვეფხვაძე დარწმუნებულია, რომ მაშინ ბუნებრივ გაზზე უარი უნდა ეთქვა ქვეყანას. „ამ გადაწყვეტილების არმიღების შემთხვევაში შედეგის პროგნოზირება ძალიან მარტივია – კომპანიები ვერ შეძლებდნენ მომსახურების გაგრძელებას. გარდა ბუნებრივი გაზის შესყიდვისა, კომპანიებს უწევთ არსებული ინფრასტრუქტურის მომსახურება. იგივე თუნდაც მილსადენების შესყიდვაც უცხოურ ვალუტაში ხდება. ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმედ აისახება მოსახლეობაზე, თუმცა, თუ ტარიფი არ გაიზრდებოდა, სამწუხაროდ, ბუნებრივ აირზე უარი უნდა გვეთქვა. მაგალითად, შპს „თბილისი ენერჯის“ ბოლო 2 წელიწადში 24 მლნ ლარის მოცულობის ზარალი დაუგროვდა. ჩემი ინფორმაციით, ტარიფზე 8 თეთრამდე მატებიდან, თითქმის ნახევარი კომპანიის ზარალის ანაზღაურებაზე, ხოლო მეორე ნახევარი კურსის ცვალებადობის შესავსებად მიიმართება“, – აღნიშნავს ვეფხვაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !