More

    ლევან ნიკოლეიშვილი: მთელი მსოფლიო ოპოზიციას ეუბნება შედით პარლამენტში, რადგანაც ეს არის ადგილი სადაც პოლიტიკური დებატები წარიმართოს, თქვენი ამბობთ არას და აბულინგებთ იმათ, ვისაც ამის სურვილი აქვს

    spot_img

    „პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხი ოპოზიციის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაცია რომ გახდა, უდავო ფაქტია“, – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საუბრობს.

    მისი თქით, ის, რომ პოლიტიკურმა პარტიამ თუ პოლიტიკურმა სუბიექტმა სწორედ პარლამენტში უნდა გააგრძელოს მუშაობა, ესეც არ იწვევს ეჭვს ნორმალურ და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებულ ადამიანებში:

    „სხვათა შორის, ამის თაობაზე კიდევ ერთი (უკვე მერამდენე !) განცხადება გააკეთეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა შეერთებულმა შტატებმა, მისი უშუალო წარმომადგენლის და ელჩის ქალბატონი კელი დეგნანის სახით… მაშ ასე, ხელისუფლება, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, მთელი მსოფლიო ოპოზიციას ეუბნება შედით პარლამენტში, რადგანაც სწორედ ეს არის ადგილი, სადაც პოლიტიკური დებატები წარიმართოს, თქვენი ამბობთ არას და უფრო მეტიც, აბულინგებთ იმათ, ვისაც ამის სურვილი აქვთ….. ეს ყველაფერი ნათელი დადასტურებაა, თუ ვინ როგორ უყურებს სახელმწიფოს ინტერესებს, ვის და რა მიზნით აძლევს ხელს პარლამენტის ე.წ. ბოიკოტი და ვის არა,“, – აღნიშნავს ნიკოლეიშვილი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here