More

    ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ვაქცინის ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე ისაუბრა

    spot_img

    ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა, ლიეტუვურ რადიოსთან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ვაქცინაცია გეოპოლიტიკურ გამოწვევას წარმოადგენს და კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ვაქცინის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის ხელმისაწვდომობის აუცილებლობას. 

    აღნიშნული კომენტარი ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღმოსავლეთ უკრაინაში მოსახლეობის რუსული ვაქცინით აცრების დაწყებასთან დაკავშირებით გააკეთა.

    გაბრიელიუს ლანდსბერგის განმარტებით, ჯერ-ჯერობით, თავად ევროპას არ გადაულახავს ვაქცინაციასთან დაკავშირებული სიძნელეები. მისივე თქმით, მას შემდეგ რაც ევროპა ვაქცინების საჭირო რაოდენობას მიიღებს, მნიშვნელოვანია, ევროპამ იზრუნოს სხვა სახელმწიფოების დახმარებაზე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here