More

    ლოლა წერეთლის შეყვარებული ახალგაზრდა ბიზნესმენია – ,,დედამისი უკვე გავიცანი”

    spot_img
    ლოლა წერეთელი

    მომღერალი ლოლა წერეთელი ახალგაზრდა ბიზნესმენზეა შეყვარებული. ამის შესახებ მან „პოსტივში“, მერიკო კარტოზიასთან ისაუბრა.

    ლოლა ახალი სიყვარულის შესახებ უკვე თამამად საუბრობს და ამბობს, რომ თავისი რჩეულის დედაც გაიცნო, რომელსაც მარგო ჰქვია.

    ლოლა წერეთელი საქართველოდან რუსეთში რამდენიმე თვის წინ გაემგზავრა, სადაც რესტორანში მღეროდა და პანდემიის რთულ პერიოდს იქ ატარებდა. ახლა ლოლა ისევ საქართველოშია და, სავარაუდოდ, საქმიანობასაც აქ გააგრძელებს.

    რამდენიმე თვის წინ ლოლა „სარკესთან“ ჰყვებოდა, რომ საფრანგეთში მცხოვრებ სომეხ მამაკაცთან ჰქონდა მიმოწერა და ის სთხოვდა, რომ საფრანგეთში ჩასულიყო.

    ლოლა ქმართან, გიორგი წერეთელთან გაშორების შემდეგ თავს ცუდად გრძნობდა, იყო ტკივილი, სევდა, მაგრამ ახლა მის ცხოვრებაში აბსოლუტურად ახალი ეტაპი დაიწყო.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !