More

    „ლომებრივად ვამყარებთ ჩვენს პოზიციებს“ – გიორგი ვაშაძის პასუხი ალეკო ელისაშვილს

    spot_img

    გიორგი ვაშაძე ალეკო ელისაშვილს და მასთან ერთად პარლამენტში მყოფ ოპოზიციონერებს მოუწოდებს, გაეცნონ „სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას.

    ზემოხსენებული განცხადებით, ვაშაძის თქმით, მისი პარტია ცხადყოფს, რომ დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერეს პარტია „მოქალაქეებმა“ 7 პრობლემურ საკითხს მოიცავს.

    ვაშაძის თქმით, მათ შორისაა, პარტიების მიერ წარდგენილი კომისიის წევრებისთვის მინიჭებული მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება.

    „ანუ გადაწყვეტილების მიღებაშიც კი აღარ იქნებიან, დღევანდელ სიტუაციასაც კი აუარესებენ ფაქტობრივად ამ ცვლილებებით.“ – აღნიშნავს გიორგი ვაშაძე.

    გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, რომ საკონსტიტუციო კანონები არის მისაღები, რაც მათი მონაწილეობით მოხდება, თუ ხელისუფლება დააკმაყოფილებს ოპოზიციის მოთხოვნებს.

    „მე ვამჯობინებდი, რომ მათ შეეწყვიტათ მანდატები, რადგან დარჩებოდა რიგგარეშე არჩევნების ჩატარების და მანდატების შევსების მექანიზმი.“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

    იხილეთ “სტრატეგია აღმაშენებლის” მიერ გავრცელებული განცხადება:

    1. ოპოზიციის შეთანხმებით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები, მათ შორის ვადამდელი, ტარდება სრულად პროპორციული სისტემით, სტანდარტული ოთხი წლის ვადით.„მოქალაქეების“ ვერსიაში, ამაზე საუბარი საერთოდ არ არის, შესაბამისად, რჩება რიგგარეშე არჩევნების ჩატარების არსებული წესი (120 /30 ზე).

    2. ოპოზიციის მემორანდუმში ნათქვამია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში, ნებისმიერი მომავალი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საკრებულოს ფორმირება ეფუძნება პროპორციული და მაჟორიტარული მანდატების ოთხი ერთთან თანაფარდობას.„მოქალაქეების“ ვერსიით, მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, ბათუმის, რუსთავისა და ფოთის მუნიციპალიტეტებში ყველა შემდეგი საკრებულოს არჩევნები ჩატარდება ოთხი ერთზე თანაფარდობით პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის. სხვა მუნიციპალიტეტებში თანაფარდობა პროპორციულ და მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემებს შორის იქნება არანაკლებ ორი ერთზე პროპორციული სისტემის სასარგებლოდ.

    3. ოპოზიციის მემორანდუმში გათვალისწინებულია ყველა დონის კომისიაში რვა საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ კომიიის წევრების დანიშვნა, სრული უფლებამოსილებით. „მოქალაქეების“ ვერსიაში განსაკუთრებით საგანგაშოა პარტიების მიერ წარდგენილი კომისიის წევრების უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვა, პარტიების მიერ წარდგენილი კომისიის წევრები მხოლოდ სათათბირო ხმის უფლებით სარგებლობენ, რაც დღევანდელ მდგომარეობასთან მიმართებაშიც კი არსებითი გაუარესებაა.

    ამასთან „მოქალაქეების“ დოკუმენტი ითვალისწინებს კომისიის წევრების წარდგენას მხოლოდ პარლამენტში წარმოდგენილი პარტიების მხრიდან და არა არჩევნების შედეგების მიხედვით წევრების წარდგენის უფლებას.

    4. ოპოზიციის მემორანდუმში ნათქვამია, ყველა დონის საარჩევნო კომისია შედგება 12 – დან 15 – მდე წევრისგან. რვა კომისიის წევრს ნიშნავს რვა საუკეთესო შედეგის პოლიტიკური პარტია, ბოლო არჩევნების შედეგების საფუძველზე, პარიტეტული პრინციპით. ცესკოს პროფესიულ წევრებს 4-7-მდე ნიშნავს პარლამენტი პრეზიდენტის მიერ დასახელებული კანდიდატებიდან. „მოქალაქეების“ მემორანდუმით ცესკოს შემადგენლობა განისაზღვრება პროფესიული ნიშნით არჩეული არანაკლებ 7 და არაუმეტეს 11 წევრით.

    5. ოპოზიციის მემორანდუმში სავალდებულოდაა გათვალისწინებული, ყველა უბანზე ერთი მაღალი რეზოლუციის კამერის დამონტაჟება, პირდაპირი სტრიმინგით, რომელიც კენჭისყრის პროცესში დაფარავს საარჩევნო ყუთს, ხოლო დათვლის დროს დათვლის მაგიდას. დათვლის პროცესში თითოეული ბიულეტენი უნდა ჩანდეს კამერაზე. დაუშვებელია კამერის განთავსება კენჭისყრის კაბინების დასაფარად ან ამომრჩეველთა სახის გადაღება. „მოქალაქეების“ ვერსიით, ეს საკითხი სავალდებულო არ არის და საარჩევნო უბნების კამერებით მხოლოდ “შეძლებისდაგვარად“ უზრუნველყოფას ითვალისწინებს, ამასთან არ არის დეტალურად გაწერილი პროცედურა, რაც ნიშნავს, რომ ფაქტობრივად ეს დაინერგება.

    6. ოპოზიციის მემორანდუმში ნათქვამია, რომ ცესკო-მ უნდა გაასაჯაროვოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი უბნის ოქმები შესწორდა, რა მიზეზით და რის საფუძველზე. „მოქალაქეების“ ვერსიაში არაფერია ნათქვამი ცესკო-ს ამ ვალდებულებაზე.

    7. ოპოზიციის მემორანდუმში ნათქვამია, რომ პარტიების წარმომადგენლების საარჩევნო უბნებიდან გაძევება მოხდება კომისიის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით და სულ მცირე ორი პარტიის მხარდაჭერით.

    „მოქალაქეების“ ვერსიაში არაფერია ნათქვამი ამ საკითხზე, რაც ნიშნავს, რომ კვლავ ერთპიროვნულად კომისიის თავმჯდომარეს ექნება გაძევების უფლება.სამი საკითხი, რომელზეც ვერ მოხდა შეთანხმება, თუმცა ოპოზიციასა და „ქართულ ოცნებას“ შორის განსახილველ საკითხთა შორის იყო, ეს საკითხები საერთოდ არ არის მოხსენიებული „მოქალაქეებთან“ გაფორმებულ მემორანდუმში, კერძოდ, გიორგი რურუას განთავისუფლების საკითხი, ცესკოს წევრების / ცესკოს თავმჯდომარის შეცვლის საკითხია და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის საკითხი”,-აღნიშნულია განცხადებაში.

    აგრეთვე იხილეთ:

    პოლიტპატიმრების გათავისუფლება და რიგგარეშე არჩევნები – რას ითხოვს ოპოზიცია?

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here