More

    „მათ საყურადღებოდ, ვინც კორონავირუსი უკვე გადაიტანა!“ – რას ამბობს ინფექციონისტი

    spot_img
    ინფექციონისტი ალექსანდრე
გოგინავა 2020

    რა არის ანტისხეული და არის თუ არა განსაზღვრული კონკრეტული ნორმა, რომელიც ვირუსთან გასამკლავებლად აუცილებელია – კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინირების ფონზე ეს კითხვა მეტად აქტუალური გახდა.

    ამის შესახებ „რუსთავი 2-თან“ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ ისაუბრა.

    რა არის ანტისხეული?

    ანტისხეულს იმუნოგლობულინური ბუნების ცილის სახელწოდებითაც იცნობენ და წარმოიქმნება ორგანიზმში ანტიგენის შეყვანის საპასუხოდ.

    ანტისხეული დამცავი ცილაა, რომელსაც იმუნიტეტი წარმოქმნის.

    როცა ორგანიზმში უცხო ნივთიერება, ანუ ანტიგენი იჭრება, იმუნური სისტემა ორგანიზმის დაცვის მიზნით, მის წინააღმდეგ ანტისხეულებს გამოიმუშავებს.

    საჭიროა თუ არა კოვიდ ვაქცინის გაკეთებამდე ანტისხეულების გაზომვა?

    როგორც ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა განმარტავს, ჯერჯერობით, არცერთი კვლევის თანახმად, არ არის ცნობილი, რა რაოდენობის ანტისხეული იცავს ადამიანს ინფიცირებისგან.

    „ჯერჯერობით ცნობილი არ არის, რა რაოდენობის ანტისხეულები იცავს ადამიანს ინფიცირებისგან. არ არის აუცილებელი ანტისხეულები განისაზღვროს კოვიდ-ვაქცინის წინ.

    თუ ჩვენ გადავიტანეთ ეს დაავადება და მას შემდეგ გასულია 4 თვეზე მეტი, ანტისხეულების განსაზღვრის გარეშეც შეგვიძლია გავიკეთოთ ვაქცინა და ამას არ აქვს უკუჩვენება.

    ზუსტი ნიშნული არ არსებობს, რის ქვემოთ უნდა გავიკეთოთ და რის ზემოთ არ უნდა გავიკეთოთ.

    ეს არის დამყარებული სხვადასხვა კვლევებზე და თუ მაღალი ტიტრით აქვთ 10-15-ჯერ მეტი, დაცულები არიან ასეთი ადამიანები და ასეთ დროს შესაძლოა ექიმმა ურჩიოს, რომ არ გაიკეთონ ვაქცინა.

    მინდა, მოვუწოდო ადამიანებს, რუტინულად არ არის აუცილებელი ამ კვლევის კეთება. ვირუსის გადატანიდან 4 თვეში შეუძლიათ გაიკეთონ.

    რაც შეეხება ნორმას, ესეც არ არის ზუსტად განსაზღვრული, ყველა ლაბორატორიაში სხვადასხვაგვარად ითვლება, ამიტომ ზუსტი ციფრის თქმა შესაძლებელი არ არის“,- აღნიშნა გოგინავამ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !