More

    მაია ბითაძე: დედაქალაქისთვის დამატებით ავტობუსების შესყიდვა უმნიშვნელოვანესია

    spot_img

    „ქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგების კუთხით დედაქალაქისთვის დამატებით 180 ერთეული რვა მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა უმნიშვნელოვანესია ქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგების კუთხით და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქალაქი საცობებისგან გათავისუფლდეს და ჰაერის დაბინძურება მინიმუმამდე დავიდეს“ – ასე ეხმაურება პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებას.

    მისი თქმით, ამ პროცესის თანმდევია ავტობუსისთვის ცალკე გამოყოფილი ზოლების მოწესრიგება, რაც ავტობუსების შესყიდვასთან ერთად სრულად გადაჭრის დედაქალაქში სატრანსპორტო სისტემის პრობლემებს.

    „თბილისის მერის, კახი კალაძის დღევანდელი გადაწყვეტილება, თბილისისთვის დამატებით შესყიდულ იქნას 180 ერთეული რვა მეტრიანი ავტობუსი, უმნიშვნელოვანესია ქალაქში სატრანსპორტო პოლიტიკის მოწესრიგების კუთხით და კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ქალაქი საცობებისგან გათავისუფლდეს და ჰაერის დაბინძურება მინიმუმამდე იქნას დაყვანილი. ბუნებრივია, ამ პროცესს თან გაჰყვება ის შეუქცევადი პროცესი, რასაც ავტობუსისთვის ცალკე გამოყოფილი ზოლების მოწესრიგება ჰქვია, რაც საბოლოო ჯამში, ავტობუსების შესყიდვასთან ერთად სრულად გადაჭრის დედაქალაქში სატრანსპორტო სისტემის პრობლემებს. მინდა მივულოცო თბილისელებს ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც გააუმჯობესებს ქალაქში გადაადგილებას” – განაცხადა მაია ბითაძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here