More

    მაია ბითაძე ლუიზა ვინტონს შეხვდა

    spot_img

    გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, მაია ბითაძე გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ლუიზა ვინტონს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

    მათივე ცნობით, მხარეებმა კომიტეტის სამომავლო გეგმებისა და მიმდინარე პრიორიტეტების შესახებ ისაუბრეს. განიხილეს მწვანე ეკონომიკური ზრდისა და ურბანული გარემოს დაცვითი საკითხების გააქტიურების აუცილებლობა პარლამენტის სამომავლო ოთხწლიანი მუშაობის თვალსაზრისით.

    „განვსაზღვრეთ ის მიმართულებები, რაშიც გაეროს განვითარების პროგრამას შეეძლება კომიტეტის მხარდაჭერა აღმასრულებელ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის. კომიტეტი იქცეს პლატფორმად მეტი კოორდინაციისთვის, იმისთვის, რომ გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, რასაც ჩვენი დონორი ორგანიზაციები საქართველოში ახორციელებენ“, – აღნიშნა მაია ბითაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here