More

    მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით, რომლებსაც ყველაზე მძიმედ გადააქვთ დაშორება

    spot_img
    კაცი

    არსებობენ ზოდიაქოს ნიშნები, რომელთა წარმომადგენელ მამაკაცებს ყველაზე მძიმედ გადააქვთ ურთიერთობების შეწყვეტა.

    ჩვეულებრივ, სიტუაციიდან გამოსვლა მათ თავად ნაკლებად შეუძლიათ და საჭიროებენ ახლო წრის სერიოზულ დახმარებას, რომ დეპრესიაში არ ჩავარდნენ.

    განაგრძეთ კითხვა, რომ ერთად გავარკვიოთ ზოდიაქოს რომელი ნიშნის მატარებელი მამაკაცები მიეკუთვნებიან ამ კატეგორიას.

    ♊ტყუპები

    ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები უკონფლიქტო და გაწონასწორებულ პიროვნებებად ითვლებიან. მაგრამ მიტოვებული მამაკაცი-ტყუპები, სულ სხვა ამბავია… დამძიმებულ ვითარებას თუ ალკოჰოლი დაემატა, ძალიან საშინელი სანახაობის მომსწრე შეიძლება გახდეს მისი გარემოცვა. მამაკაც-ტყუპებს შეუძლია მთელი ღამე საყვარელი ადამიანის ფანჯრის ქვეშ გაატაროს და განუწყვეტილივ იყვიროს, იმღეროს, ლექსები წაიკთხოს და სიყვარულში გამოუტყდეს. არც ფანჯარაში ქვის სროლას მოერიდება, რომ ყურადღება მიიქციოს.

    ჩვეულებრივ ეს სანახაობა სწრაფად მთავრდება ხოლმე, რადგან შეწუხებული მეზობლები იძახებენ საპატრულო პოლიციას, რომლებსაც განყოფილებაში გადაჰყავს დებოშის მომწყობი. საინტერესო ფაქტი ის არის, რომ ფხიზელი მამაკაცი-ტყუპები, მსგავს საქციელს არავითარ შემთხვევაში არ ჩაიდენს.

    ♎სასწორი

    მამაკაც-სასწორებს მძიმედ გადააქვთ დაშორება საყვარელ ქალთან. ბუნებით ისინი ძალიან მგრძნობიარე და მოწყვლადები არიან. თავად ყოველთვის ერიდებიან ადამიანისთვის გულისტკენას და როცა საყვარელი ადამიანი სასტიკად ექცევათ, ძალიან იბნევიან. ასეთ სიტუაციაში სასწორებისთვის აუცილებელია ერთგული მეგობარი ან მრჩეველი, რომელიც გაამხნევებთ და ყურადღებას მიაქცევთ. მამაკაცი სასწორი მიდრეკილი არ არის საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებისკენ, მაგალითად არ იყენებს ალკოჰოლს, აზრად არ მოსდის სუიციდის მცდელობა და ა.შ. თუმცა, ყველაზე მეტად ზიანდება მისი ნერვული სისტემა, კარგავს ნამდვილი გრძნობების რწმენას და ხშირად ღრმა დეპრესიაშიც ვარდება. გამოსავალი ამ ნიშნისთვის მხოლოდ ერთია – ახალი ადამიანი, რომელიც ცხოვრების ხალისს და რწმენას დაუბრუნებს.

    ♏მორიელი

    ეს არის ზოდიაქოს ნიშანი, რომელსაც მესაკუთრის თვისება ყველაზე მეტად აქვს გამოკვეთილი. ის არ პატიობს ღალატს, არასოდეს დახრის თავს და არ სთხოვს საყვარელ ქალს დარჩეს ან დაბრუნდეს. ამ ნიშნის წარმომადგენელ მამაკაცებს დაშორების დროს დაჟინებული მზერა აქვთ და მათ სახეზე მხოლოდ ირონიული ღიმილი ჩნდება. მამაკაცი მორიელი კარგად მალავს რეალურ განცდებს, განსაკუთრებით იმ ქალის წინაშე, რომელმაც მიატოვა. იმდენად თამაშობს, რომ ყველას ჰგონია კარგად არის, მხიარულია და არაფერი ადარდებს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეს ძალიან საშიში ნიშანია – მორიელს შეუძლია დიდხანს იყოს ჩასაფრებულის პოზიციაში და საბოლოოდ, გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს მოღალატეს.

    წყარო: horoskopi.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !