More

    მამუკა მდინარაძე: დაცვის სტრატეგიად, ვერსიის არჩევა, რომ დავით-გარეჯი ან მისი ნაწილი არ არის საქართველო, არის მოღალატეობრივი საქციელი

    spot_img

    „მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, დაცვის სტრატეგიად, არჩევა ვერსიის, რომ დავით გარეჯი ან მისი ნაწილი არ არის საქართველო, არის მოღალატეობრივი საქციელი. „ნაციონალურ მოძრაობას“ ვურჩევ ასეთ განცხადებებს ნუ აკეთებენ და კიდევ არასწორ მტკიცებულებებს ნუ ქმნიან რა მტკიცებულებებიც რეალობასთან არ მოდის შესაბამისობაში“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა. 

    მისი თქმით, ეს საკითხი მეგობარ აზერბაიჯანთან ორმხრივი მოლაპარაკებით დალაგდება.

    „შემიძლია გავახსენო „ნაციონალურ მოძრაობას“, და იმ ადამიანებს, ვინც ურჩევენ რომ კონკრეტულმა ადამიანმა ასეთი განცხადებები აკეთოს – არა მხოლოდ პათოსის და განცხადებების დონეზე, არა მხოლოდ საქართველოს ისტორიით, არა მხოლოდ ვიღაცის პოზირებით კონკრეტულ ადგილებზე არამედ, კონკრეტული მტკიცებულებებით, საქართველო-აზერბაიჯანს შორის კონკრეტული შეთანხმებით დასტურდება, რომ ის ტერიტორია, რომელიც იყო სადავო – არის საქართველოს ტერიტორია“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

    საკითხი მეგობარ აზერბაიჯანთან ორმხრივი მოლაპარაკებით დალაგდება.

    „ჩვენ ამ საკითხზე არ ვიდავებთ ბევრს, ოღონდ ქვეყნის შიგნით ნუ აირჩევენ კონკრეტული ადამიანები დაცვის სტრატეგიად, რომ დავით-გარეჯი ან მისი ნაწილი საქართველო არ არის. ეს არის მოღალატეობრივი საქციელი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კონკრეტული მტკიცებულებები და კონკრეტული შეთანხმება არსებობს ამის დამამტკიცებლად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here