More

    მამუკა მდინარაძე: თუ შემოვლენ პარლამენტში, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით შეიქმნება კომისია

    spot_img

    ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ოპოზიციის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით ისაუბრა.

    „დოკუმენტი რომელზეც ხელი მოეწერა დღეს ორი პარტიის მხრიდან არის ღია ყველა პოლიტიკური პარტიის სუბიექტისათვის, რომელმაც გადალახა საარჩევნო ბარიერი და დღეს მათი წარმომადგენლები ირიცხებიან პარლამენტის შემადგენლობაში ისინი არიან დეპუტატები სანამ შეუწყდებათ უფლებამოსილება და მათ აქვთ საშუალება რომ შემოუერთდნენ ამ დოკუმენტს.

    რაც შეეხება დანარჩენ ოპოზიციას, რომელთა წარმომადგენლებიც ჯერ კიდევ საქართველოს პარლამენტის შემადგენლობაში ირიცხებიან მათ მოვუწოდებ ან შემოუერთდნენ ამ დოკუმენტს, ან მოუწევთ ახსნა რის გამო არ შემოუერთდიან ამ დოკუმენტს იმიტომ, რომ პრაქტიკულად მათ არგუმენტები აღარ რჩებათ.

    ჩვენ ვტოვებთ პირობას, რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით იქნება კომისია, თუ შემოვლენ ამ შემთხვევაში და მათი მონაწილეობით დადგინდება თუ რა ხარვეზს ჰქონდა ადგილი. და თუ ამ გადაცდომებმა 1 პროცენტიანი სარგებელი მოუტანა „ქართულ ოცნებას“ ჩვენ თანახმა ვართ ჩავატაროთ ახალი არჩევნები.

    ისინი გახდებიან იძულებულნი ამ საკითხზე გააკეთონ განმარტებები ან ამ დოკუმენტს შემოუერთდნენ“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    ინფორმაციისთვის, ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღეს.

    იხილეთ აგრეთვე:

    ✔️„სწორი და პრინციპული გზა ავირჩიეთ“ – ლევან იოსელიანი

    ✔️„ქართულ ოცნებასთან“ შეთანხმება შედგა – ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი პარლამენტში შედიან

    ✔️არჩილ თალაკვაძე: შეთანხმების დოკუმენტი ღია იქნება სხვა პარტიებისთვისაც

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here