More

    მამუკა მდინარაძე: ჩვენი გმირი ჯარისკაცები ნამდვილად იმსახურებენ ტაშს

    spot_img
    მამუკა მდინარაძე -
პარლამენტის ვიცე სპიკერი -
Digest.ge

    „ჩვენი გმირი ჯარისკაცები ნამდვილად იმსახურებენ ტაშს,“ – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ინიციატივას.

    მისი თქმით, ამით ჩვენ ერთხელ კიდევ დავაფიქსირებთ მხარდაჭერას ჯარისკაცების საქმიანობის მიმართ.

    „მინდა გამოვეხმაურო ჩვენი ახალგაზრდების ძალიან კარგ ინიციატივას. იცით, რომ დამოუკიდებლობის დღეა და მეორე – ქართულ ჯარს 30 წლის იუბილე აქვს. მართლაც იმსახურებენ ტაშს ჩვენი გმირი ჯარისკაცები. ნაწილი ახლა ბრუნდება ავღანეთიდან, მისიიდან, რომელსაც ძალიან სანიმუშოდ და წარმატებით გაართვეს თავი. მე და ჩემი ყველა კოლეგა შევუერთდებით ამ პოზიტიურ და ემოციურ აქციას, რასაც ჰქვია ტაში ქართულ ჯარს, ისინი ნამდვილად იმსახურებენ კომპლიმენტებს და იმსახურებენ ტაშს. ამით ჩვენ ერთხელ კიდევ დავაფიქსირებთ მხარდაჭერას მათი და მათი საქმიანობის მიმართ“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !