More

    მამუკა ხაზარაძე: გაჯიუტებული „ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ ახალი არჩევნები გვჭირდება

    spot_img

    „ეს ქვეყანა ვერ გაუძლებს კორუფციასა და ნეპოტიზმს, რომელშიც დღეს აღმოჩნდა. საქართველოს სჭირდება ახალი ენერგია, ჟანგბადი. ჟანგბადისთვის და ენერგიისთვის კი საჭიროა ის არჩევნები, რომელიც გამოხატავს მთელი ქვეყნის ნებას. ჩვენ უნდა ვნახოთ საერთო წერტილი და საერთო მიზანი ჩვენი ქვეყნის გადასარჩენად“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

    მის თქმით, საქართველოს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვრებს გარეთ მნიშვნელოვანი გამოწვევები აქვს გადასალახი, რაც მხოლოდ თანამშრომლობით მიიღწევა.

    „როცა ქვეყანაში არის ომი პანდემიის სახით, გონიერი ხელისუფლება აკეთებს ყველა ძალის მობილიზებას და კონსოლიდაციას. მათ შორის იმ ოპოზიციური ძალებისა, რომელიც მას აკრიტიკებს. ხვალ, რომ ომი დაიწყოს, ჩვენ ხომ ყველა ერთად დავდგებით და ყველა ერთმანეთს ხელს გავუწვდით!? – ვიტყვით, მტერი შემოგვესია და მოდით ერთად ვებრძოლოთ მას… დღეს გარე მტერიც შემოსეული გვყავს, ქვეყანა ოკუპირებულია და ერთად არ ვდგავართ; პანდემია გვიტევს და ერთად არ ვდგავართ… ერთად დგომა, ეს არის აზრებისა და პროგრამების გაზიარება.

    ჯერ კიდევ მარტში შევთავაზეთ ქართული ოცნების მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა. მაგრამ მათი პოზიციაა – „მარტო მე ვიცი, შენ ოპოზიცია ხარ, ანუ შენ ხარ ჩემი მტერი“ არასწორია.

    დღეს გაჯიუტებული “ქართული ოცნება“ ვერ ხვდება, რომ გვჭირდება ახალი არჩევნები, მსჯელობა და ახალ გეგმაზე შეთანხმება“, – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

    ინფორმაციისთვის, „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი 2022 წელს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    „გამოსავალად მიგვაჩნია პროპორციული არჩევნები, 2022 წლის გაზაფხულზე “- მამუკა ხაზარაძე

    „გირჩს“ ვერ იხილავთ აქციებზე მანამდე, ვიდრე არ იქნება ოპოზიციის ნამდვილი სამოქმედო გეგმა“ – ვახო მეგრელიშვილი

    ზაალ უდუმაშვილი: ოთხი თვის შემდეგ, არანაირი აზრი არა აქვს საგამოძიებო კომისიის შექმნას

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here