More

    „მაპატიე, ლენო, რომ აღარ ვტირი ამდენს, რომ აღარ ვფიქრობ ამდენს, რომ არ მოვდივარ ხშირად შენთან…“ – ლილუ კახიანი

    spot_img
    ლილუ და ლენო

    ტელეწამყვანი ლულუ კახიანი გარდაცვილ ქალიშვილს, ლენოს ემოციურად იხსენებს და სოციალურ ქსელში ვიდეოს და სტატუსს აქვეყნებს, სადაც ის გარდაცვლილ შვილს პატიებას სთხოვს. 

    „დაიჯესტი“ ლულუ კახიანის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

    „მაპატიე, ლენო, რომ აღარ ვტირი ამდენს, რომ აღარ ვფიქრობ ამდენს, რომ არ მოვდივარ ხშირად შენთან; მაპატიე, რომ ვერ ვიხსენებ როგორ დამესიზმრე, მაპატიე რომ გელოდები, რომ ვეძებ პასუხებს. მაპატიე, რომ ხანდახან ისევ გადანაშაულებ, რომ ბოლომდე ვერ გპატიობ, რომ ვთვლი, რომ მიღალატე და გამწირე უსასრულო ტკივილისთვის. მაპატიე, რომ ვარ ეგოისტი, არც ისე კარგი დედა. მაპატიე, რომ ვერ დაგიდექი სათანადოდ გვერდში, არ დაგიცავი, არ შევეწინააღმდეგე ყველას და ყველაფერს. მაპატიე ყველაფრისთვის, რისი თქმაც და გაკეთებაც ვერ მოვასწარი. მაპატიე, რომ ვერ შეგინარჩუნე, რომ გაგიშვი, რომ ვერ ჩაგკიდე მაგრად ხელი, რომ არ გადაგეფარე, რომ არ გამოგტაცე სიკვდილს ხელიდან, რომ დავიძინე, რომ ხელი შეგიწყვე, რომ მიგატოვე…

    I love you Lenø. 2 წელი უშენოდ…“- წერს ლულუ კახიანი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !