More

    მარიამ ქვრივიშვილი: ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველო COVID 19-ის გამოწვევის დაძლევის გეგმას წარადგენს

    spot_img

    ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე COVID 19-ის ვაქცინაციის საკითხს განიხილავენ.

    პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა ქვეყნებს შესაძლებლობა ექნებათ მოხსენებით გამოვიდნენ.

    „მოხარული ვართ, რომ საქართველო გააკეთებს შესაბამის განცხადებას, რის ფარგლებშიც წარვადგენთ გეგმას ქვეყანაში Covid19-ის გამოწვევის დაძლევის შესახებ და ,რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველოს ვაქცინაციის სტრატეგიის შესახებ, რაც ჩვენს ქვეყანას დაეხმარება ძალიან სწრაფად დაძლიოს არსებული გამოწვევა და აღადგინოს ეკონომიკა“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

    ინფორმაციისთვის, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის კახა კუჭავას ხელმძღვანელობით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს.

    ეს არის საპარლამენტო დელეგაციის პირველი ვიზიტი, რომელიც მეათე მოწვევის პარლამენტის ფარგლებში განხორციელდება.

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია 25 იანვარს დაიწყო და 29 იანვარს დასრულდება.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here