More

    მარიამ ქვრივიშვილი: ვაქცინაციისთვის საქართველო სრულ მზადყოფნაშია

    spot_img

    ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრებმა საქართველოს ეროვნული ვაქცინაციის გეგმა წარადგინეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

    „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გვქონდა შესაძლებლობა წარგვედგინა საქართველოს ეროვნული ვაქცინაციის გეგმა, რომელიც იქნება ფუნდამენტი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად, ეკონომიკის სწრაფი აღდგენისთვის და კიდევ უფრო მეტი სამუშაო ადგილის შექმნისთვის.

    ჩვენ შევთანხმდით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესში მოხდეს ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობა იმისათვის, რომ იმ ქვეყნებმა, რომელთაც უკვე შესყიდული აქვთ ვაქცინები, სწრაფად და ეფექტურად მიიღონ ისინი.

    აქვე ვისაუბრეთ საქართველოს სრულ მზადყოფნაზე იმისთვის, რომ დავიწყოთ სწრაფად და ეფექტურად ვაქცინაციის პროცესი, რაც ასევე გულისხმობს ინფრასტრუქტურული, ადამიანური რესურსების სრულ მობილიზებას მთელი ქვეყნის მასშტაბით“, – განაცხადა მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:👇

    👉 ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე საქართველო COVID 19-ის გამოწვევის დაძლევის გეგმას წარადგენს

    👉 დღეს გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომლის ამოცანაც არის ხელმისაწვდომობის რაც შეიძლება სწრაფი გაზრდა კოვიდ ვაქცინაზე

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here