More

    მარინა ჯანაშია გარდაიცვალა

    spot_img
    მსახიობი მარინა ჯანაშია

    მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას მსახიობის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

    მარინა ჯანაშიამ 1971 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი. რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო 1968–1981 წლებში, 1981–1987 წლებში კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ხოლო 1988 წლიდან კვლავ რუსთაველის თეატრის მსახიობი იყო.

    სამსახიობო კარიერის განმავლობაში ბევრი როლი აქვს შესრულებული,რომელთაგან აღსანიშნავია: პაჟი („ანტიგონე“), მარტირიო („ბერნარდა ალბას სახლი“), ჯულიეტა („რომეო და ჯულიეტა“), „გუშინდელნი“, ქეთო („ქალის ტვირთი“), მარინე („აღდგომა გაუქმებულ სასაფლაოზე“), დორისი („წელიწადში მხოლოდ ერთხელ“), ბაბული („ნახვის დღე“).

    წყარო: fortuna.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !