More

    მასწავლებელს, რომელმაც მოსწავლეს საფულის მოპარვა დააბრალა, საათები ჩამოართვეს

    spot_img
    ფიზ-მათში კორონავირუსი
დადასტურდა

    სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოდბეს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს და დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებით, პედაგოგს, რომელმაც მოსწავლეს საფულის მოპარვა დააბრალა, საათები ჩამოართვეს.

    სიღნაღის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ლია ბეჟაშვილის ინფორმაციით, სრულ განაკვეთზე მყოფ პედაგოგს, სკოლაში მხოლოდ ხუთსაათიანი დატვირთვა დარჩა.

    „ასე გადაწყვიტა სკოლამ, რომ პედაგოგი აღარ იქნება კლასის დამრიგებელი და მთლიანი განაკვეთის ნაცვლად, რომელიც 15-დან 18 საათამდე ითვალისწინებს, მას ექნება მხოლოდ 5 საათიანი დატვირთვა. თავად მასწავლებელი, ბავშვის ოჯახსაც ესაუბრა და როგორც ვიცი, ძალიან განიცადა საკუთარი შეცდომა“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

    შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 28 აპრილს მოხდა.

    მასწავლებელმა საფულე გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა, ეჭვი მოსწავლეზე მიიტანა და მას სახლი გაუჩხრიკა. მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ პედაგოგს საფულე სახლში დარჩა.

    მომხდარის გამო მეოთხე კლასის მოსწავლე მთელი დღეს სკოლაში არ გამოცხადდა, დღის მეორე ნახევარში კი, ის პოლიციამ იპოვა.

    წყარო: ptn.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !