More

    მაქვს ინფორმაცია, რომ აჭარაში, სანაპიროზე ტურისტები პირბადის გარეშე დადიან – გამყრელიძე

    spot_img
    პირბადედ ა გამყრელიძე

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე საზოგადოებას კორონავირუსის პანდემიის შეჩერების მიზნით დაწესებული რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

    გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში მობილობის გაზრდის საფუძველზე შესაძლებელია იყოს შემთხვევების ზრდის რისკი.

    „მაქვს ინფორმაცია, რომ აჭარაში, სანაპიროზე ტურისტები პირბადის გარეშე დადიან გარე სივრცეებში, ეს დაუშვებელია, რადგან ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ ეპიდსიტუაცია უმჯობესდება, შემთხვევების ის ოდენობა, რომელიც გვაქვს, მაინც მაღალია. ზაფხულის პერიოდში მობილობის გაზრდით და რეგულაციების არდაცვის საფუძველზე შესაძლებელია იყოს შემთხვევების ზრდის რისკი“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !