More

    „მეოთხე ტალღა შეიძლება იყოს აგვისტოს ბოლოს – შემოდგომაზე“- ამირან გამყრელიძე

    spot_img
    ამირან გამყრელიძე _
ჯანდაცვა

    დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ქვეყანაში შემოდგომაზე შეიძლება იყოს მეოთხე ტალღაც.

    მისი თქმით, ახალი ველოსიპედი არ არის, რომ დღეს პირბადეების ტარება აუცილებელია.

    „ჩვენთან ორჯერადად აცრილთათვის, ვერ მოხერხდება რეგულაციების შემსუბუქება, ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გარკვეული მაჩვენებელი გვექნება“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, პანდემიის მე-4 ტალღის ალბათობას ვერავინ გამორიცხავს.

    „მეოთხე ტალღა შეიძლება იყოს აგვისტოს ბოლოს – შემოდგომაზე. ეს დამოკიდებულია რეკომენდაციის დაცვაზე და ასევე ზაფხულში გადამწყვეტი იქნება ვაქცინირებულთა რაოდენობაც.

    დღეში დაახლოებით 5-7 ათასი კაცი უნდა აიცრას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, რომ მივიღოთ აცრილი პირების მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, რათა შეიქმნას მოსახლეობაში იმუნური ფენა. ალბათ დაგვჭირდება ვაქცინის მე-3 დოზაც, რომ უფრო მყარი იმუნიტეტი შეიქმნას. ვაქცინაზე უკეთესი კაცობრიობას არაფერი გამოუგონია და COVID 19-ის დასრულების გზა ვაქცინაციაზე გადის“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !