More

    მერაბ ლომინაძე: „ნამახვანის“ პროექტის დაწყების დღიდან გამოვთქვამთ მზაობას კონსტრუქციულ დიალოგზე

    spot_img
    ლომინაძე მერაბი

    „ნამახვანის “ პროექტის დაწყების დღიდან კომპანია „ენკა რინიუებლზ“ მუდმივ კომუნიკაციაშია ყველა პარტნიორთან, მათ შორის  საქართველოს მთავრობასთან და ყოველთვის გამოთქვამს მზაობას კონსტრუქციულ დიალოგზე, პროექტის სრულყოფის მიზნით,“ – ამის შესახებ ნამახვანჰესის პროექტის აღმასრულებელი დირექტორი მერაბ ლომინაძე აცხადებს.

    როგორც ლომინაძემ აღნიშნა, კომპანია ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც როგორც კი რაიმე შედეგამდე მივა, საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება საჯარო:

    „კომპანიის მფლობელები ყურადღებით აკვირდებიან ნამახვანჰესის პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს. ისინი იმყოფებოდნენ საქართველოშიც და შეხვდნენ მთავრობის წარმომადგენლებს. კომპანია ადასტურებს, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკების პროცესი, რომელიც როგორც კი რაიმე შედეგამდე მივა, საზოგადოებისთვის აუცილებლად გახდება საჯარო.

    შეგახსენებთ, რომ კომპანიას, არსებული ეტაპისთვის ყველა საჭირო ნებართვა გააჩნია, რომელიც გაცემულია შესაბამისი უწყებების მიერ, წარდგენილი კვლევების, საჯარო განხილვებისა და ყველა საჭირო დოკუმენტის საკმაოდ ხანგრძლივი და კომპლექსური შესწავლის საფუძველზე,“ – აცხადებს მერაბ ლომინაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !