More

    მეუფე დანიელი: ზოგიერთ შემთხვევაში დეკანოზს სურდა სწორი პოზიცია გამოეხატა, თუმცა არასწორად გამოთქვა აზრი

    spot_img

    „რაც შეეხება ქადაგების შინაარსს, რომელიც რამდენიმე საკითხს ეხებოდა, ზოგიერთი თემა არ იყო ისე განმარტებული, როგორც ეს არის მისაღები. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში მას სურდა სწორი პოზიცია გამოეხატა, თუმცა არასწორად გამოთქვა ზოგიერთი შეხედულება. მისი შეფასებისას იყო გარკვეული ხარვეზები“,- ასე ეხმაურება ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტი, მეუფე დანიელი დეკანოზ თადეოზის ქადაგებას.

    მეუფეს თქმით, უნდა აღინიშნოს, რომ დეკანოზს საეკლესიო მოღვაწეობის დიდი სტაჟი აქვს და მას ჭიათურაში დიდ პატივს სცემენ.

    „ამ ადამიანს ორ ათეულ წელზე მეტი აქვს საეკლესიო მოღვაწეობის სტაჟი და მას ჭიათურაში დიდ პატივს სცემენ. ჩემთვის არ იყო ცნობილი, რომ იგი თავის ქადაგებებს დებდა სოციალურ ქსელში. როცა გავიგე ამის შესახებ, მე ეს არ მოვუწონე. დარწმუნებული ვარ, იგი ამ საკითხს განიცდის და მსგავსი რამ არ განმეორდება. საეკლესიო კანონიკის მიხედვით განვიხილავთ ამ შემთხვევას და მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა მეუფე დანიელმა.

    👉 ინფორმაციისთვის, 24 იანვრის საკვირაო ქადაგებაზე დეკანოზმა თადეოზმა ე.წ. კანონიერი ქურდების, კორონავირუსისა და მცირეწლოვანი ბავშვების შესახებ ისაუბრა.

    👉 როგორც დეკანოზმა ქადაგებისას აღნიშნა, სჯობს ადამიანი ბავშვობაში გარდაიცვალოს, ვიდრე იგი უსაქმური და „პარაზიტი“ გაიზარდოს.

    აგრეთვე წაიკითხეთ:

    „შეუფერებელია სახარებისეული სწავლებისათვის“ – დეკანოზ თადეოზს, შესაძლოა, პასუხისმგებლობა დაეკისროს

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here