More

    მეცნიერები ახალი პანდემიის დაწყებას პროგნოზირებენ

    spot_img
    კორონავირუსის ახალი
შტამი

    მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფი ახალი პანდემიის სერიოზულ საფრთხეებზე საუბრობს. ამის შესახებ ინფორმაციას სამედიცინო გამოცემა MedicalXpress ავრცელებს.

    მეცნიერთა თქმით, შუა აღმოსავლეთის რესპირატორულ სინდრომს (MERS) პანდემიამდე მხოლოდ რამდენიმე მუტაცია აშორებს.

     

    ახლო აღმოსავლეთის რესპირატორული სინდრომი (MERS) არის ვირუსული რესპირატორული დაავადება, რომელიც პირველად იგი საუდის არაბეთში 2012 წელს გამოვლინდა.

    გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ვირუსი მაღალი სიკვდილიანობით გამოირჩევა. MERS-CoV-ის დროს სიკვდილიანობა დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენს.

    MERS-CoV ინფექციის კლინიკური გამოვლინებებია მაღალი სიცხე, ხველა, სუნთქვის გაძნელება.

    ივარაუდება, რომ ერთკუზიანი აქლემები MERS-CoV-ის მთავარი გადამტანები არიან. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტესტირებული აქლემების 80 პროცენტს, ინფექციის მიმართ ანტისხეულები აქვთ.

    მკვლევრების პროგნოზით, ინფექციის მუტაციის შემთხვევაში შესაძლოა, იგი ადამიანზეც გავრცელდეს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !