More

    „მე არ მეშინია! დაავადებათა კონტროლის ცენტრი კორუმპირებულების და არაპროფესიონალების ბუდეა“ – რას წერს ფხაკაძე

    spot_img

    საერთაშორისო ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში 2 მაისს ჩაწერილ ვიდეო მიმართვას აზიარებს და წერს, რომ ყველაფერზე ღიად აპირებს საუბარს.

    მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი კორუმპირების და არაპროფესიონალების ბუდეა.

    „ვაქცინაციაზე ლაპარაკს აღარ ვაპირებდი, მაგრამ ახლა რაც ხდება, დუმილი დანაშაულია. რა ჩინური ვაქცინის შემოტანა…

    „კარგი ამბავი სამედიცინო სფეროდან“… – ფხაკაძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

    დაავადებათა კონტროლის ცენტრი (NCDC), გეკითხებით, რის საფუძველზე დაასკვენით, რომ საქართველოში ხალხი ჩინურ ვაქცინას ენდობა თქვენ ამ ქვეყანაში არ ცხოვრობთ და ვერ გებულობთ საზოგადოების განწყობებს
    ვერ გავიგე, რუსეთის აგენტები არიან მესმის, არაპროფესიონალები არიან, თავის დროზე გავლენიანმა მამიკო-დედიკომ სადღაც მოაწყო და ასე მოდიან, გასაგებია, მაგრამ როცა ასეთ მავნებლობას სჩადიან, ეს უკვე მოუთმენელია რა არა ავტორიზებული ჩინური ვაქცინის შემოტანა, გაგიჟდით.

    ხომ უნდა დამთავრდეს ბოლოს და ბოლოს ამ ქვეყანაში ყველაფერზე ფულის კეთება პირდაპირ ვამბობ – NCDC კორუმპირებულების და არა პროფესიონალების ბუდეა ეს არის ყველაზე მავნე, ყველაზე ანტივაქსერული ორგანიზაცია. შეგიძლიათ, ყველა ჟურნალისტმა დაწეროთ, მე არ მეშინია.

    ყველა ნაბიჯი არასწორად გააკეთეს, ისე, რომ ვისაც ოდნავ მაინც უნდოდა ვაქცინის გაკეთება, იმათაც გადააფიქრებინეს.

    ჯერ ერთი, თუ ვაქცინას ყიდულობ, მხოლოდ მწარმოებისგან უნდა იყიდო. სად არის მწარმოებელთან გაფორმებული კონტრაქტი.

    ჩინურ ვაქცინებთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში ძალიან ბევრი შეკითხვებია – პირველი არის კორუფცია შუამავლები 2-3-ჯერ ძვირად ყიდიან. მეორე მომენტი – ჩინეთი ცდილობს ე.წ. მსუბუქი პოლიტიკის გატარებას და არიგებს გარკვეული რაოდენობის ვაქცინას, რომ ზოგიერთ ქვეყნებში ჩინეთის მიმართ კეთილგანწყობა გაზარდოს. ეს ცალკე პოლიტიკური ინსტრუმენტია.

    „საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს“ – ფხაკაძე

    თუ გაქვთ გადასაყრელი ფული, იყიდეთ, მაგრამ დაასაწყობეთ და მანამდე არ დაიწყოთ ვაქცინაცია, სანამ ეს ჩინური ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას არ მიიღებს.

    თუ ჯანმოს აღიარებამდე ჩინური ვაქცინით ვაქცინაციას დაიწყებთ, მე ვიქნები პირველი ანტივაქსერი ამ ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით 24 საათი ლაივში ვიქნები და ამ ვაქცინაციის პროცესს ჩაგიგდებთ! გპირდებით! არ გაბედოთ.

    რომ იძახით, უნგრეთის ძლიერი მარეგულირებლის მიერ აღიარებული ჩინური ვაქცინა შემოგვაქვსო. ვინ არის ძლიერი უნგრეთი კორუმპირებული ქვეყანა, ის ადამიანის უფლებებზე დიდი პრობლემებია და ევროკავშირიდან გაგდებას უპირებენ. პოლიტიკურ კონტექსტს შეხედეთ. ევროპაში ყველამ იცის, რომ უნგრეთის პრემიერთან მაგიდასთან ჯდომა უხერხულია. კორუმპირებულია. და ამ ქვეყნის მარეგულირებელი მაგალითად მოგყავთ.

    მაგალითის აღება თუ გინდათ, საფრანგეთის, ბრიტანეთის, გერმანიის მარეგულირებლების მაგალითს რატომ არ იღებთ.

    მე ვამბობ სიმართლეს, არ ვარ არც პოლიტიკაში და არც ბიზნესგარიგებებში გარეული.

    გგონიათ, ფხაკაძე გაჩუმდება? არა აკრედიტაციას მაინც ვაკეთებ. ძალიან რთულ საქმეს მოვკიდე ხელი, მაგრამ ეს ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებასა და ხარისხის ამაღლებას სჭირდება. მაინც გავაკეთებ…

    ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნის 100-ზე მეტ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან მიმუშავია და ვმუშაობ, რჩევებს ვაძლევ. საქართველოდან ჯანდაცვის სამინისტრო, პრემიერი, სხვა თანამდებობის პირები მირეკავენ და რაც შემიძლია, უანგაროდ ვეხმარები. NCDC – თქვენ რატომ არ მომმართავთ დაგეხმარებით, თქვენ მარტო თანამშრომლებს ავალებთ სოცქსელში ჩემს ლანძღვას.

    მე ვარ ხალხის სადარაჯოზე. რასაც მე ადამიანები მწერენ პირადში, დაბნეულები და რჩევას მეკითხებიან, მე ამ ხალხს ვერ ვუღალატებ. თქვენგან განსხვავებით,. არაფერს ვითხოვ. თანამდებობა არ მინდა, არც პოლიტიკა და არც ბიზნესი არ მაინტერესებს.

    რისი ეშინია, რაზე ოცნებობს და რა არ მოსწონს საკუთარ თავში – გაიცანით, სულ სხვანაირი გიორგი ფხაკაძე

    ახლა აკრედიტაციას ვაკეთებ, უფულოდ, ჩემი საკუთარი რესურსების, დროის , ენერგიის ხარჯზე – უ ა ნ გ ა რ ო დ ზოგიერთებისგან განსხვავებით, ერთი თეთრიც არასოდეს მომიპარავს, ცხოვრებაში ქრთამი არ ამიღია, რაც მაქვს ნაშოვნი, ჩემი ხელფასით. ყველა ჩემი სამსახური მიღებული მაქვს გამოცდების, ტესტების ჩაბარებით, გასაუბრებების გავლით და არა ჩაწყობით.

    ქვეყანაში არის 2 პრობლემა – კოვიდი და რუსეთის ოკუპაცია. კონცენტრირება უნდა იყოს ამ ორ საკითხზე.
    კიდევ ვიმეორებ NCDC არის მავნებელი ორგანიზაცია, ამდენი ხანია, ვყვირივარ, მესამე ტალღა მოდის – რა ზომები მიიღეთ ან თავიდან ასაცილებლად, ან შესარბილებლად? – (ა რ ა ფ ე რ ი ამა წლის 15 მარტი)

    გამოვაცხადე, რომ მესამე ტალღა დაიწყო. სანამ მე არ ვთქვი, თქვენ ხომ ჩუმად იყავით მაინცდამაინც ფხაკაძეს უნდა ეთქვა ახლა ამბობთ, ხომ, შესაძლებელია. რა შესაძლებელია – გაქანებული მესამე ტალღაა დაწყებული ქვეყანაში.

    მე ვთქვი, რომ NCDC ხელმძღვანელობა უნდა გადამდგარიყო, როცა ქვეყანაში რეგულაციების შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღეს. გასაგებია, პრემიერი პოლიტიკური ფიგურაა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს, მისაღებია. მაგრამ ტექნიკური პირები, ვინც ქვეყანაში დაავადებათა კონტროლზე არიან პასუხისმგებელი, რატომ გაჩუნდნენ?! მე რომ ვყოფილიყავი, შეზღუდვები როცა მოხსნეს, ბოლო ხმაზე ვიყვირებდი და არ დავთმობდი, რადგან ეს ქვეყნისთვის საფრთხეა.

    ასევე ჩემთვის მიუღებელია, როცა ჩინოვნიკები არღვევენ რეგულაციებს და ქეიფობენ. ისინი, პირიქით, წესრიგის მაგალითს უნდა აჩვენებდნენ. ყველა ერთად უნდა ვიყოთ. არ არსებობს პირველი და მეათასე მოქალაქე, უფლებებით ყველა თანაბარია. ეს უნდა გავითავისოთ.

    ან კიდევ – პირბადეების საკითხი რომ ვერ დაალაგეს, ეს ხომ კორუფციული ამბავი იყო? ფხაკაძეს რომ არ ეყვირა, ახლა ქვეყანაში 2 ლარიანი პირბადეები იქნებოდა და ამაში ვიღაცები ხელს მოითბობდნენ. ვერ მოინელეს, რომ ფხაკაძემ დასწია ფასები 14 თეთრამდე. ახლა ვაქცინებში უნდა გააკეთონ ფული.

    რამდენი ფული გადაყარეს ჩინურ ვაქცინაში! ნახევარ ფასში გაყიდინებდით ამ ვაქცინას, დილერები მეხვეწებიან, მაგრამ არ ვერევი, რადგან არ ვარ ხარისხში დარწმუნებული. მე ნაგავს ქართველს კი არა, ყველაზე დაქცეული ქვეყნის მოქალაქესაც არ შევთავაზებ, იმიტომ, რომ ადამიანი ყველგან ადამიანია და მის ეროვნებას მნიშვნელობა არა აქვს. მე ვარ ექიმი. მე ასეთ საეჭვო გარიგებას ფიზიკურად ვერ ჩავიდენ. ჩემთვის მთავარი არის ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.

    ახლა დამაბრალებენ ანტივაქსერობას. მე ყველაზე მეტად ვარ ვაქცინაციის მომხრე, ოღონდ სწორი ვაქცინაციის. მათ ყველაფერი უკუღმა გააკეთეს. ქვეყანაში ვაქცინაციის პროგრამა გაანადგურეს.

    ჩვენი ბრალია, რომ ამდენი მოვითმინეთ. NCDC-ის ხალხი მეორე ტალღის შემდეგ გასაშვები იყო ზოგი ციხეში, ზოგი სახლში. რამდენი სიკვდილი უნდა დავთვალოთ?! NCDC არის დისრკედიტირებული უწყება და ზომებია დაუყოვნებლივ მისაღები.

    „ეს სახიფათოა!“ – ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს

    ქვეყანაში გაქანებული მესამე ტალღა დაიწყო. თავი დავანებოთ ჯანდაცვის მინისტრს.. თითოეული სიკვდილი, რომელიც იქნება და თითოეული დაავადებული, ეს არის 100% NCDC პასუხისმგებლობა.

    ბიზნესი რომ განადგურდა ქვეყანაში, ეს არის NCDC ბრალი, ვერ დაალაგეს სისტემა.

    უნდა დაიდოს ვაქცინაციის სწორი გეგმა: ა, ბ, ც. უნდა ვიმოქმედოთ ძლიერი მარეგულირებლების – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის, ევროკავშირის წამლის სააგენტოს და, მაგალითად, საფრანგეთის რეგულაციებით.
    შეცვალეთ რეგულაციები – 55 წელს ზევით გააკეთეთ – „ატსრაზენეკა“, „ფაიზერი“ – 55 წელს ქვევით.

    მოგმართავთ ხალხს- NCDC არ აინტერესებს თქვენი ჯანმრთელობა. მოუფრთხილდით თავს.

    გემუდარებით,მაქსიმალურად მოერიდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს. არ ისაუბროთ ტრანსპორტში. იარეთ ფეხით, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, მათ შორის, ბავშვებში 5 წლის ასაკიდან, დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია, დაიმუშავეთ ხელები სპირტიანი ხსნარით ან საპნით.

    გისურვებთ ჯანმრთელობას“- წერს ფხაკაძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !