More

    „მე როგორც ვიცი, ნაკრების მწვრთნელის პოზიციაზე შეთავაზება თემურ ქეცბაიას ჰქონდა“ – კახაბერ ცხადაძე

    spot_img

    საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ტაიმაუტში“  საქართველოს ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ საქართველოს ნაკრების მომავალი მწვრთნელის შესახებ ილაპარაკა და განაცხადა, რომ მას ამ პოსტზე არ განიხილავენ, ხოლო შეთავაზება ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას ჰქონდა.

    „ჩემს შესახებ გადაწყვეტილება ფედერაციაში ხუთი წლის წინ მიიღეს და ეს თემა აქტუალური აღარ არის. მე როგორც ვიცი, ახლა შემოთავაზება ქეცბაიას ჰქონდა. – განაცხადა კახაბერ ცხადაძემ.

    ინფორმაციისთვის საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოზიცია ვაკანტურია. როგორც ფედერაციის წარმომადგენლები ამბობდნენ, მათ ქართველ მწვრთნელს ნაკრების ხელმძღვანელობა შესთავაზეს, თუმცა უარი მიიღეს.

    ბოლოს ჯვაროსნებს სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი ხელმძღვანელობდა.

    თემურ ქეცბაია საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2010-2014 წლებში იყო. 2019 წლიდან ფამაგუსტას „ანორთოსისის“ მწვრთნელია .

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here