More

    „მე-15 დღეა სრული კოშმარის, სიცხე ისევ მაქვს, რომ მეგონა წავიდა-მეთქი, მაშინ აღარ მეყო ჰაერი და კლინიკა დამჭირდა“ – სოფო ზურაბიანი კორონავირუსს ებრძვის

    spot_img

    ჟურ­ნა­ლის­ტი სოფო ზუ­რე­ბი­ა­ნი, რომელიც კორონავირუსით არის ინფიცირებული საავადმყოფოშია მოთავსებული. 

    23-წლიანი თანაცხოვრება, ძვირად ღირებული სახლი, წარმატებული კარიერა და გზა პოლიტიკისკენ – აჩი არველაძის აქამდე უცნობი ამბები

    ის მკურნალობას ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში გადის, ამის შესახებ სოფო სოციალურ ქსელში წერს და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

    „დაიჯესტი“ ჟურნალისტრის სტატუსს უცვლელად გთავაზობთ:

    „პა­სუ­ხი კი­თხვა­ზე – სად გაქ­რა სოფო?

    მად­ლო­ბა, რომ ასე გიყ­ვარ­ვართ. ახ­ლობ­ლებ­მა იცი­ან, მაგ­რამ იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მწერს და მკი­თხუ­ლობს, მო­ვიკ­რი­ბე ძალა და აქ დავ­წერ, აქამ­დე ამის თავი უბ­რა­ლოდ არ მქონ­და.

    ერთი წელი მსდია კო­რო­ნამ ფეხ­და­ფეხ და მა­ინ­ცდა­მა­ინც მა­შინ და­მე­წია, როცა აც­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაჩ­ნდა ჩემი ასა­კობრვი კა­ტე­გო­რი­ის­თვის. ნუ „ფა­ი­ზე­რი” და „ას­ტრა­ზე­ნე­კა” ასა­კობ­რი­ვად ვერ, მაგ­რამ ჩი­ნუ­რი „სი­ნო­ფარ­მის” უცებ­შევ­სე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის ძი­ე­ბა­შიც უშე­დე­გოდ გა­ვა­ტა­რე ერთი კვი­რა კომ­პი­უ­ტერ­თან და ყო­ველ­თვის „ცხვირ­წინ ამა­ცა­ლეს” თბი­ლის­ში ან თბი­ლი­სი­დან 2 სა­ა­თის სა­ვალ­ზე პო­ტენ­ცი­უ­რი თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი.

    12-წლიანი თანაცხოვრება, ცხოვრების მძიმე პერიოდი, მეუღლე და მდიდრული სახლი – თათია სულუაშვილის პირადი

    მოკ­ლედ, ვერ ვი­ყო­ჩა­ღე და აი, სწო­რედ ხელ­ჩაქ­ნე­ულს და “„ფა­ი­ზე­რის ივ­ლი­სის” მომ­ლო­დი­ნეს რამ­დე­ნი­მე დღე­ში და­მე­წია კო­რო­ნა­ვირუ­სი.

    დღეს მე-15 დღეა სრუ­ლი კოშ­მა­რის – სი­ცხე ისევ მაქვს, მაგ­რამ, სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა 39 რო­გორც პირ­ვე­ლი 11 დღე მუდ­მი­ვად. რომ მე­გო­ნა გა­ვუ­ძე­ლი და წა­ვი­და-მეთ­ქი, მა­შინ აღარ მეყო ჰა­ე­რი და კლი­ნი­კა დამ­ჭირ­და. კი­დევ კარ­გი ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის კლი­ნი­კა­ში მოვ­ხვდი.

    სა­უ­კე­თე­სო პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში, რომ­ლე­ბიც 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში წარ­მო­უდ­გენ­ლად შრო­მო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად და თან შე­სა­ნიშ­ნა­ვად გა­მოს­დით. ამა­ში პი­რა­დად ჯერ კი­დევ დე­კემ­ბერ­ში დავ­რწმუნ­დი, როცა აქ მამა გა­მო­მი­ჯან­მრთე­ლეს კო­რო­ნას­გან. დამ­ჯე­რი პა­ცი­ენ­ტი ვარ და მჯე­რა, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. რო­დის? მალე! თა­რიღს ნუ მკი­თხავთ, კო­რო­ნას თურ­მე თა­რი­ღე­ბის დათ­ქმა არ უყ­ვარს მი­ხა­რია, რომ კლას­ტე­რი არ მყავს. შა­ბათს ამი­წია სი­ცხემ და ოჯა­ხის წევ­რებ­საც კი არ გა­დავ­დე.

    #აი­ცე­რით #სუ­ლერ­თი­ა­რა­მე­თი

    ახ­ლან­დელ ფო­ტოს არ დავ­დებ. აი, ასე უნდა ვიყო მალე – ჩემს თავს პი­რო­ბა პირ­ვე­ლი დღი­დან მი­ვე­ცი.

    შეხ­ვედ­რამ­დე”, – წერს სოფო ზუ­რა­ბი­ა­ნი და ვიდეოს აქვეყნებს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !