More

    მთავრობის ადმინისტრაციას კახაბერ ქემოკლიძე უხელმძღვანელებს

    spot_img

    მთავრობის ადმინისტრაციას კახაბერ ქემოკლიძე უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. 

    მისი თქმით, კახაბერ ქემოკლიძეს საკმარისი ცოდნა აქვს იმისთვის, რომ მთავრობის ადმინისტრაციის ეფექტური მუშაობა შეძლოს.

    „მინდა, წარმოგიდგინოთ მთავრობის ადმინისტრაციის ახალი ხელმძღვანელი, ბატონი კახა ქემოკლიძე. ის ჩვენს გუნდში წლებია, მუშაობს, არის ერთ-ერთი ღირსეული საჯარო მოხელე.

    წლების განმავლობაში ემსახურება თავის ქვეყანასა და გუნდს. მას აქვს დიდი გამოცდილება ქვეყნის მსახურებაში. ბოლო პერიოდში კახა გახლავთ ეროვნული უსაფრთხოების აპარატის ხელმძღვანელი. იგი მონაწილეობას იღებდა ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან ღონისძიებებში, როგორიც არის ჟენევის მოლაპარაკებები“, – განაცხადა პრემიერმა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here