More

    „მიაღწიონ უკეთეს მემორანდუმს და მერე მელაპარაკონ“ – იოსელიანი „სტრატეგია აღმაშენებელზე“

    spot_img

    პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი „სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებას პასუხობს.

    იოსელიანი ოპოზიციურ პარტიებს მოლაპარაკებების გაგრძელებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ მიღწეული წარმატების შემდეგ „გაიშვირონ მისკენ ხელი“.

    „ეყოთ გამბედაობა, პოლიტიკაში რახან უნდათ ყოფნა და გააგრძელონ მოლაპარაკება, ნუ არიან ამოფარებულები ვიღაც-ვიღაცეებს. მიაღწიონ უკეთესს შედეგს, უკეთეს მემორანდუმს და მერე მელაპარაკონ, ვის რა შემოაჩეჩეს.

    სანამ არიან ბოიკოტის რეჟიმში და იმის გამბედაობა არ ჰყოფნით, რომ გააგრძელონ მოლაპარაკებები ჩემსკენ ხელს ნუ გამოიშვერენ. ჩვენ რასაც მივაღწიეთ ეს არის ფუნდამენტური ცვლილება და რეფორმა საარჩევნო სისტემის. ამას ბოლომდე მივიყვანთ.

    ამისთვის ვარ პარლამენტში, რომ ამ ქვეყანაში არჩევნებისადმი ნდობა დავუბრუნოთ მოქალაქეებს, რაც არ უნდა ილაპარაკონ ოპოზიციის წარმომადგენლებმა“, – განაცხადა იოსელიანმა „დღის კურიერთან“ საუბარში.

    ინფორმაციისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლმა“ მმართველ გუნდსა და „მოქალაქეებს“ შორის დადებული მემორანდუმის პუნქტობრივი ანალიზის გამოქვეყნება დააანონსა.

    აგრეთვე დაგაინტერესებთ:

    ✔️ „მოვითხოვეთ სიტყვა და არ მოგვცეს“ – ელისაშვილი

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here