More

    „მიდის ეკლესიის დაუფარავი დისკრედიტაცია“… – ზურა ხაჩიძე

    spot_img
    ხაჩიძე ზურა

    მომღერალი ზურა ხაჩიძე ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპატრიარქოს მისამართით გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება და წერს, რომ ქვეყანაში ეკლესიის დაუფარავი დისკრედიტაცია ხორციელდება.

    „მოკლედ, როგორ დაკორტნონ და ლაფში ამოსვარონ საპატრიარქო და წმინდა სინოდი ერთმანეთს ასწრებენ ტელევიზიები, ზოგიერთი პოლიტიკური პარტიები, ათეისტები და უბრალოდ ეკლესიის მტრები.

    ვერაფრით ვერ ეგუებიან მის რეიტინგს და ნდობას საზოგადოებაში.

    ბევრჯერ მითქვამს და კიდევ განვმეორდები, რომ მიდის ეკლესიის დაუფარავი დისკრედიტაცია.

    მინდა გირჩიოთ და შეგახსენოთ, რომ ვერც ერთ მტერს, რომელსაც გადაწყვეტილი ჰქონდა დედა ეკლესიის განადგურება,შერაცხვა,შებღალვა და კიდე მრავალი მზაკვრობა დაასრულეს სრული კრახით და სასჯელით. შეცდომები ყველგან ხდება და ამას არავინ არ უარყოფს და მიეცით საშუალება მოახდინოს რეაგირება, ვისაც ეს ევალება.

    ღმერთმა დალოცოს ჩვენი პატრიარქი და ყველა კეთლმსახური, მრევლი, ასევე მინდა გონება გაუხსნას იმ ადამიანებს, ვინც განიკითხავს პატიოსან სამღვდელოებას. ღმერთმა შეგინდოთ ვინაიდან არ იცით რას ჩადიხართ. ამინ”, – წერს ზურა ხაჩიძე.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !