More

    მილიარდერების ქუჩაზე მიუსაფართა თავშესაფარს გახსნიან

    spot_img
    ნიუორკი

    Bloomberg-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნიუ-იორკის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მანჰეტენზე მიუსაფართა თავშესაფარს ააშენებენ. გამოცემის ცნობით, ეს ადგილი „მილიარდერთა ქუჩის“ სახელითაა ცნობილი.

    თავშესაფარი სასტუმრო Park Savoy შენობაში გაიხსნება, რომელიც ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკთან მდებარეობს.

    გადაწყვეტილება უსახლკაროებზე ზრუნვის მოტივით მიიღეს. გამოცემის ცნობით ანალოგიური გადაწყვეტილება ბრიტანეთის ხელისუფლებამ სისტემის მასშტაბური რეფორმის ფარგლებში მიიღო. კერძოდ, გადაწყდა, რომ ლონდონის მთავარ ქუჩებზე მდებარე კომერციული ფართები კომპანია McCarthy & Stone-სთვის გადაეცათ, რომელიც მოხუცებულთა სახლებს აშენებს.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !