More

    „მიმდინარეობს მსჯელობა“ – ამირან გამყრელიძე კომენდანტის მოხსნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

    spot_img
    გამყრელიძე 2020

    „პირბადეს ჩვენ ვერ მოვიხსნით, სანამ მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება,“- ამის შესახებ დაავადებათა­ კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

    „ამ ეტაპზე ჯერ არ მოიხსნება კომენდანტი, მიმდინარეობს მსჯელობა. არსებობს გარკვეული მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით, რა ფორმით შემსუბუქდეს ან არ შემსუბუქდეს. დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში ვაკვირდებით ეპიდსიტუაციას და იმის მიხედვით იქნება გადაწყვეტილება.

    ოფიციალურად დაღუპულია 3,7 მილიონი ადამიანი, შეფასებითი მაჩვენებლით ეს არის, დაახლოებით, 7 მილიონი, საქართველოში პანდემიამ იმსხვერპლა 5 000 ადამიანი, ამიტომ მესმის, რომ ბევრი რამე უხერხულია, მაგრამ პანდემიები ხდება საუკუნეში ერთხელ ან ორჯერ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !