More

    „მინდა გადავცე, რომ… არ დამთავრდა ლაპარაკი, თვითონ რომ ვერ მღერის? აბა, შემეჯიბროს“ – მარინა ბერიძე

    spot_img
    მარინა ბერიძე

    რადიო „ფორტუნა პლუსის“ გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმარი მუსიკათმცოდნე- მარინა ბერიძე იყო. მან გადაცემაში სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა. მათ შორის სკანდალებზე, რომლებიც მის ირგვლივ ვითარდება. გთავაზობთ, ამონარიდს ინტერვიუდან:

    როდესაც შენზე ნეგატიურს კითხულობ, რა რეაქცია გაქვს?

    ყველამ მინდა იცოდეს, რომ ყველაფერს ვკითხულობ, რასაც ჩემზე წერენ, მაგრამ არასდროს ვპასუხობ და არც ვუპასუხებ. მე მიყვარს ჩემი საქმით დარწმუნება. გინდა ამბიციური დამიძახეთ, გინდა არაამბიციური. არ დამთავრდა 30 წელიწადი – „და თვითონ რატომ ვერ მღერისო?“, „არ მღერის და თუ მღერის ცუდად და როგორ უნდა შეაფასოს სხვაო“ – აი ეს მაგიჟებს. მე მაქვს სტუდია „ანა-ბანა“ და ბავშვების აყვანისას ვაკეთებ ხოლმე კასტინგს, რატომ უნდა დახარჯოს მშობელმა ფული ტყუილად. ამიტომ პირდაპირ თქმა ჯობია.

    რატომ ეშინიათ შენი, თუ დაფიქრებულხარ ამაზე და ასევე მაინტერესებს ყველაზე მეტად რა გაბრაზებს?

    მე ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, როცა უკვე კარიერა მქონდა. ძალიან ბევრ კონკურსზე დავდიოდი ჩემს ვოკალისტებთან ერთად. მე იქ ვუყურებდი ჟიურის წევრებს, იქ ჟიური მოსაფერებლად არ იჯდა. უკიდეგანო უგემოვნებას გამოვყავარ წყობილებიდან, ასევე თუ ქეიფობს კასტინგზე და თუ ამბიციურია.

    რას იტყვი იმ სკანდალზე, როდესაც პირდაპირ ეთერში გაცეცხლდი?

    ბახვა ისეთი საყვარელი ბიჭია, არ მეგონა, რომ ასეთი რეაქცია ექნებოდა, შეიძლება მეც ზედმეტი მომივიდა. საუბარია ეკა მამალაძის ნომერზე. ამ ნომრის შექმნაზე ძალიან დიდი ენერგია დახარჯე. მე ის კი არ მეწყინა, რომ ვინმემ მე არ მახსენა, არა, მე ეს ნომერი ეკას გავუკეთე და გიგაშვილს. ძალიან ვნანობ, რომ გავბრაზდი. მე უბრალოდ უნდა დამერეკა ბახვასთვის და მეთქვა რომ შეცდომა იყო. მაგრამ საბოლოოდ ყველას ყველაფერი ეშლება, მათ არ ეშლებათ ვინც არაფერს აკეთებს, მეც შემშლია და მე ის ადამიანი ვარ, რომელმაც ბოდიშის მოხდა იცის. ყოველთვის ჩემ თავში ვეძებ შეცდომას. სიძულვილის ნაპერწკალი კი ყველაფერში გიშლის ხელს.

    სკანდალებში ხშირად ერევი ხოლმე, განიხილავ ხოლმე მეგობრებთან ამას?

    არა არ განვიხილავ. თუმცა ამ ბოლო ერთ თვეში ძალიან ვინერვიულე. წნევა მაგრად მიწევს, ვერ ვხვდები, რა უნდათ. არის რაღაცები, რაც უნდა დაივიწყო, უკვე 10 წელია გასული და არ მინდა არც კარგის არც ცუდის გახსენება, არაფრის გაგონება არ მინდა. მე ამ თემას არ შევეხები.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !