More

    „მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩემი მეუღლე ამ ეტაპზე ავტომობილს არ ფლობს“ – გოგი მეშველიანი მედიაში გავრცელებულ სიუჟეტს ეხმაურება

    spot_img

    „მსურს გამოვეხმაურო ერთ-ერთი პარტიული ტელევიზიის მიერ გავრცელებულ მორიგ დეზინფორმაციას, თითქოს, მე ვმალავ ჩემი მეუღლის ავტომობილს“, – ამ სიტყვებით ეხმაურება „ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ სიუჟეტს.

    მეშველიანის თქმით, მის მეუღლე ამ ეტაპზე ავტომობილს არ ფლობს. მან ავტომობილი 5 თვის წინ გაასხვისა:

    „ცალსახაა, რომ ჟურნალისტს სიუჟეტზე არაპროფესიონალურად აქვს ნამუშევარი, მან სათანადოდ არ შეისწავლა ფაქტები, არ გადაამოწმა ინფორმაცია, ან უბრალოდ მიზანმიმართულად, ცილისმწამებლური კამპანიით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა.

    მინდა ხაზგასმით ავღნიშნო, რომ ჩემი მეუღლე ნანა ბარაბაძე ამ ეტაპზე ავტომობილს არ ფლობს. მან 2017 წელს ნამდვილად შეიძინა „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი საბანკო ავტოგანვადების დახმარებით, რაც ასევე ასახულია ჩემს მიერ წარდგენილ დეკლარაციებში, თუმცა, აღნიშნული ფაქტი დამალა სიუჟეტის ავტორმა, ისევე, როგორც ის გარემოება, რომ ჩემმა მეუღლემ, ეს ავტომობილი დაახლოებით 5 თვის წინ გაასხვისა და მის საკუთრებაში აღარ ირიცხება“, – აღნიშნავს მეშველიანი.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here