More

    მიწის ნაკვეთები, 3 ლარი საბანკო ანგარიშზე და პენსია – რა ქონებას ფლობს გუბაზ სანიკიძე?

    spot_img

    პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე გუშინ პარლამენტში შევიდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ, მან საჯაროდ განაცხადა, რომ ის პარლამენტში შესვლას არ აპირებდა, როგორც ჩანს პოლიტიკოსმა გადაიფიქრა.

    „დაიჯესტი“ დაინტერესდა გუბაზ სანიკის ქონებით და გთავაზობთ, 54 წლის მრავალგზის პოლიტიკოსის ქონებრივ დეკლარაციას.

    ვინ არის ელენე ხოშტარიას ქმარი – ცოტა რამ პოლიტიკოსის პირადზე

    ბა­ტონ გუ­ბაზს ჰყავს მე­უღ­ლე – 1980 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ირმა სა­ნი­კი­ძე და ქალ-ვაჟი: 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლე­ვა­ნი და 2001 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ნინო.

    დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, პარ­ლა­მენ­ტა­რის სა­კუთ­რე­ბა­შია 150 კვ.მ ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჭყვიშ­ში, რომ­ლის შე­ძე­ნის თა­რი­ღად მი­თი­თე­ბუ­ლია 2017 წელი, ფორ­მად – სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, ხოლო ფა­სად – 45000 ლარი.

    გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე ამა­ვე სო­ფელ­ში ფლობს 2008 წელს შე­ძე­ნილ 60000 კვ.მ ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვეთს, რო­მელ­შიც გა­და­უხ­დია 2500 ლარი და რო­გორც ირ­კვე­ვა, მას­ზე ვე­ნა­ხიც გა­უ­შე­ნე­ბია.

    ყველა ქალი, ვისაც სააკაშვილის საყვარლობას მიაწერდნენ

    მისი მე­უღ­ლის, ირმა სა­ნი­კი­ძის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი 150 კვ.მ ფარ­თო­ბის ბინა თბი­ლის­ში, ცინ­ცა­ძის ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც 2011 წელს შე­უ­ძე­ნი­ათ და მას­ში გა­დახ­დი­ლია 250 000 ლარი.

    გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს მი­თი­თე­ბუ­ლი აქვს, რომ ფლობს მემ­კვიდ­რე­ო­ბით მი­ღე­ბულ იშ­ვი­ა­თი გა­მო­ცე­მე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კას და 2017 წელს შე­ძე­ნილ Land Rover Discovery 2003-ს, რო­მელ­შიც გა­დახ­დი­ლია 7000 დო­ლა­რი.

    დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში, მისი ქა­ლიშ­ვი­ლის, ნი­ნოს „თი–ბი–სი ბან­კის” ან­გა­რიშ­ზე ირი­ცხე­ბო­და 2725 დო­ლა­რის ანა­ბა­რი.

    ლე­ვან სა­ნი­კი­ძეს მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე ერი­ცხე­ბო­და 3000 დო­ლა­რი, ირმა სა­ნი­კი­ძის სა­ხელ­ზე გახ­სნილ ანა­ბარ­ზე კი ირი­ცხე­ბო­და – 375 დო­ლა­რი.

    ხოლო თვი­თონ გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძეს „ლი­ბერ­თი ბან­კის” სა­პენ­სიო ან­გა­რიშ­ზე მხო­ლო 3 ლარი ჰქონ­და.

    რაც შე­ე­ხე­ბა ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ღე­ბულ შე­მო­სა­ვალს, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძემ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი წევ­რის პენ­სი­ის სა­ხით მი­ი­ღო 6720 ლარი, ხოლო სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ის რე­ა­ლი­ზა­ცი­ით – 50 000 ლარი.

    წყარო: declaration.gov.ge

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !