More

    მიხეილ სადრაძე: ბრალდების მხარეს ხელთ აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რითაც უმძიმესი დანაშაულის ჩადენა დასტურდება

    spot_img

    პროკურატურას ხელთ აქვს უტყუარი მტკიცებულებები, რითაც ბრალდებულების მიერ უმძიმესი დანაშაულის ჩადენა დასტურდება, კერძოდ, უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტი, – ამის შესახებ პროკურორმა მიხეილ სადრაძემ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას სისხლის სამართლის საქმეზე კომენტირებისას განაცხადა. 

    „დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ბრალდებულები კანონის სრული სიმკაცრით აგებენ პასუხს ჩადენილი დანაშაულის გამო და პროკურატურის პოზიცია იქნება უმკაცრესი და უკომპრომისო“ – განაცხადა პროკურორმა.

    საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტის ბრალდებით დააკავა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here