More

    მიხეილ სადრაძე: მთელი აქცენტი გამოძიების მიმართული არის უკვე დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის და პროკურატურა ამ მიმართულებით ყველა ღონისძიებას ატარებს

    spot_img

    პროკურორ მიხეილ სადრაძის განცხადებით,  ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას ბრალეულობა საკმაოდ მაღალი მტკიცებულებითი სტანდარტით არის დადასტურებული. 

    „ჩვენ მოვიპოვეთ უტყუარი მტკიცებულებები და მათ მიერ ჩადენილი ქმედებების გარშემო გამოძიება სრულადამოვწურეთ. მტკიცებულებების ნაწილი, მათ შორის, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებების ნაწილი გავასაჯაროვეთ და ყველამ ერთად ვნახეთ ბრალდებულის აღიარება. ამავდროულად, დავადგინეთ მოტივი, რომ ბრალდებულები მოქმედებდნენ მაღალი თანამდებობის პირების დავალებების შესაბამისად“ – აღნიშნა მიხიელ სადრაძემ.

    მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, ამ ეტაპისთვის მთელი აქცენტი გამოძიების მიმართული არის უკვე დავალების გამცემი პირების იდენტიფიცირებისთვის და ამ მიმართულებით საგამოძიებო ორგანო ყველა ღონისძიებას ატარებს.

    „დღეს ერთი პირი უკვე იმყოფება გამოკითხვაზე. აქტიურად ვახორციელებთ საგამოძიებო მოქმედებებს და შესაბამისი შედეგების თაობაზე, რა თქმა უნდა, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას“ – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here