More

    მიხეილ სადრაძე: პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ხედავს, ისინი განაჩენს გარეთ დაელოდებიან

    spot_img

    ე.წ. დავით-გარეჯის საქმის პროკურორის განცხადებით, პროკურატურა ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ხედავს. ამის შესახებ მიხეილ სადრაძემ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მიმართ აღკვეთი ღონიძიების შეცვლის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა. 

    „რაც შეეხება ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას აღკვეთი ღონიძიების ამ ეტაპისთვის შეცვლის საკითხს, ბრალდების მხარე ბრალდებულების პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობას ვეღარ ხედავს, რადგან მათ მიმართ არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დასრულებულია და გადაცემულია სასმართლოსთვის“ – აღნიშნა მიხეილ სადრაძემ.

    მისივე თქმით, დადგენილია დანაშაულის მოტივი და გამოძიება ამ მიმართულებით ინტენსიურად მუშაობს. „აქედან გამომდინარე, ბრალდებულები განაჩენს დაელოდებიან გარეთ“ – განაცხადა პროკურორმა.

    საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი – ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტის ბრალდებით დააკავა.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here