More

    მიხეილ სარჯველაძემ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა

    spot_img

    პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

    შეხვედრაზე განხილული იყო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც მიხეილ სარჯველაძის შეფასებით, კარგ შესაძლებლობებს გააჩენს საპარლამენტო საქმიანობის გაუმჯობესებისთვის.

    „ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის დახმარებები და განსაკუთრებით, გაეროს განვითარების პროგრამის ფარგლებში შემოთავაზებული შესაძლებლობები, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისთვის პრიორიტეტული საკითხების გაცილებით უკეთ წარმართვას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here