More

    მიხეილ სარჯველაძე: ქართველი ხალხი გრძნობს გერმანიის სახელმწიფოს მხრიდან უზარმაზარ დახმარებასა და ხელშეწყობას

    spot_img

    ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

    მათივე ცნობით, შეხვედრაზე იმსჯელეს რიგ საკითხებზე, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება წარიმართოს თანამშრომლობა, ისაუბრეს როგორი იქნება თანამშრომლობის ფორმები.

    „ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი შეხვედრები და განსაკუთრებით, გერმანიის წარმომადგენელთან ჩვენი ქვეყნისთვის. კომიტეტი გეგმავს თანამშრომლობას გერმანიის სახელმწიფოსთან და ამ თვალსაზრისით მთავარი პარტნიორი იქნება მისი აღმატებულება ელჩი.

    ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნაყოფიერი და წარმატებული აღმოჩნდება ეს თანამშრომლობა. რაც განსაკუთრებით ხაზგასასმელია, შეხვედრაზე გამოხატულ იქნა მადლიერება ჩვენი მხრიდან გერმანიის სახელმწიფოს მიმართ და გერმანელი ხალხის მიმართ იმ უზარმაზარი დახმარებისა და ხელშეწყობისთვის, რომელსაც ქართველი ხალხი გრძნობს გერმანელი ხალხისგან.

    ეს თანადგომა არის უმნიშვნელოვანესი და უმთავრესი საწინდარი იმისა, რომ საქართველომ შეძლოს იმ სანუკვარი მიზნის მიღწევა, რასაც ევროინტეგრაცია და ევროპული ოჯახის ღირსეული წევრობა ჰქვია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    Leave A Reply

    Please enter your comment!
    Please enter your name here