More

    მკურნალობენ თუ არა კორონავირუსის ინდურ შტამს განსხვავებული პროტოკოლით – პაატა იმნაძის განმარტება

    spot_img
    პაატა იმნაძე

    დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძის ინფორმაციით, კორონავირუსის ინდურ შტამთან დაკავშირებით, მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს და მასაც ისე მკურნალობენ, როგორც ე.წ. ბრიტანულ და უხანის შტამებს.

    მკურნალობის განსხვავებული პროტოკოლი არ არსებობს ინდურ შტამზე. ზუსტად იგივეა, როგორც დღეს ჩვენში გავრცელებული ე.წ. ბრიტანული შტამის და მანამდე არსებული, კლასიკური, უხანის შტამის.

    ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ ყველა ვაქცინა, რომელიც დღეს არის ავტორიზებული, მუშაობს ამ შტამების წინააღმდეგ. ერთადერთი ინდურს შტამს, ისევე როგორც ბრიტანულს, ახასიათებდა ჩვეულებრივისგან განსხვავებით, ის უფრო ადვილად გადადის ადამიანიდან ადამიანზე, შესაბამისად უფრო სწრაფი გავრცელების უნარი აქვს,”- თქვა „დღის კურიერში“ პაატა იმნაძემ.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !