More

    მოგიწოდებთ ყველას, აქტიურად ჩაერთეთ ვაქცინაციის პროცესში – დავით მათიკაშვილი

    spot_img
    საპარლამენტო
უმრავლესობის წევრი დავით
მათიკაშვილი

    „თითოეული ჩვენგანი ვალდებულია ჩვენი საზოგადოების წინაშე თავისი წვლილი შეიტანოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც მიიღწევა მხოლოდ ვაქცინაციის გზით,“ – წერს უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში. 

    დეპუტატი მოუწოდებს ყველას, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

    „დღეს მეორედ გავიკეთე აცრა, მეგობრებო, ჩინური ვაქცინით „სინოფარმი“, ჯანმრთელობის კუთხით თავს ვგრძნობ მშვენივრად. რაც მთავარია, მორალურადაც, ვფიქრობ, მართალი ვარ ყველა იმ ადამიანის, განსაკუთრებით მოწყვლადი ჩვენი თანამოქალაქეების მიმართ, ვისთვისაც შემეძლო საფრთხე შემექმნა ამ მძიმე სენის გადადებით და შესაძლოა ვისთვისაც კოვიდი საბოლოო განაჩენი აღმოჩენილიყო. მოგიწოდებთ ყველას, აქტიურად ჩაერთეთ ვაქცინაციის პროცესში. თითოეული ჩვენგანი ვალდებულია ჩვენი საზოგადოების წინაშე თავისი წვლილი შეიტანოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც მიიღწევა მხოლოდ ვაქცინაციის გზით!!!“ – წერს დავით მათიკაშვილი სოციალურ ქსელში.

    spot_img

    მსგავსი სიახლეები

    დაკოპირება ისჯება კანონით ! !